fbpx

ქალად ყოფნის მაგია

ავტორი ჟოლო
549 ნახვა
0 კომენტარი
2

როგორ ფიქრობთ, როგორია იყო ქალი?

მარტივი?

იქნებ ძალიან მარტივი?

ან იქნებ რთული?

ან უფრო მეტიც, ძალიან რთული ?!..

ვიღაცისთვის ქალად ყოფნა კურთხევაა, საჩუქარი.

აი, ვიღაცისთვის კი, – სასჯელი.

ყველას თავისი ინდივიდუალური ხედვა აქვს.

ვფიქრობ ყველა მართალია, მართალია თავისებურად…

ჩემი აზრით კი იყო ქალი, ეს მაგიაა

და ყველა ქალშია ეს მაგია…

უბრალოდ უნდა გაააქტიურო…

და როდესაც ეს მაგია გააქტიურდება,

სწორედ მაშინ იწყება სასწაული.

… …. …. …

ქალად ყოფნაა, როდესაც ტირი, მხოლოდ იმიტომ, რომ ფრჩხილი მოგტყდა. ისტერიჩკა ხარ და კაპრიზული…

ქალად ყოფნაა, როდესაც დილიდან საღამომდე სახლს ალაგებ, საჭმელს ამზადებ და შვილებს უვლი…

ქალად ყოფნაა, როდესაც წლებია ემიგრაციაში ხარ და მხოლოდ კამერიდან იცნობ შვილიშვილებს…

ქალად ყოფნაა არ დაეცე, არ იტირო, წარბიც კი არ შეგიტოკდეს მაშინ, როდესაც შინაგანად იხლიჩები, ინგრევი, იყოფი…

ქალად ყოფნაა, როდესაც მისი პატარა ხელი ხელში გიჭირავს და სამყარო შენი გგონია…

ქალად ყოფნაა, როდესაც ორმოცი წლის ხარ და ისევ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელი, არადა ის გზააბნეული პრინცი ჰორიზონტზეც კი არ ჩანს… ან უკვე პრინცი თუ პრინცები ჩავლილი ამბავია…

ქალად ყოფნაა, როდესაც საკუთარი სხეულით ახალ სიცოცხლეს ატარებ…

ქალად ყოფნაა, როდესაც საკუთარი შემოქმედებითა და მიღწევებით ტკბები…

ქალად ყოფნაა, როდესაც გიჟმაჟი ქარივით ჩაირბენ კიბის საფეხურებს, იმ ერთადერთთან საოცრად რომ მიგეჩქარება…

ქალად ყოფნაა, როდესაც ყველაფერი გიხარია…

ანდა არაფერი აღარ გინდა…

და მაინც იყო ქალი, ეს მაგიაა…

უბრალოდ ყოველდღე გაღვიძებისთანავე საკუთარ თავს უნდა უთხრა

– ჩემშია მაგია!

მე ვირჩევ ჩემს ემოციებს, ჩემს ფიქრებს, ჩემს დღეს

და მე ვქმნი ჩემს ბედს!

   თამარ ქურდაძე

0 კომენტარი
2

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი