ყველამ ვიცით, რომ ტკბილეული ცუდია თხელი და ლამაზი მუცლისათვის.
მაგრამ იცით რა გავლენა აქვს შაქარს ტვინის მუშაობაზე?
შაქარი ყველაზე დიდი “დამნაშავეა”, როდესაც საქმე ეხება აზროვნებას და მეხსიერებას.
შაქრის რეგულარული მოხმარება იწვევს ნეიროდეგენერაციას (ნერვული უჯრედების ნელ რღვევას) და საბოლოოდ მეხსიერების პრობლემებს.
ამიტომ,შაქრის მოხმარების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
იცით რომ კოგნიტური დაქვეითების 60%-ის პრევენცია შესაძლებელია სისხლში შაქრის დარეგულირებით.
ბეტა ამილოიდი არის ტოქსინი და გროვდება ტვინში, რომელიც ხელს უწყობს ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას.
გეთანხმებით, ორგანიზმს აქვს ბუნებრივი უნარი, გამოდევნოს მასში დაგროვილი ტოქსინები. მაგრამ როდესაც ის მუდმივად თავდაცვის რეჟიმშია სტრესისა და გარემოში თუ საკვებში არსებული ტოქსინებისაგან , დეტოქს მექანიზმები გადატვირთულია.
რა ხდება ბეტა ამილოიდის შემთხვევაში? ჩვენი სხეული ასუფთავებს ტვინს ამ ტოქსინისგან ფერმენტით, რომელსაც ეწოდება ინსულინის დამშლელი ფერმენტი.
მაგრამ ამ ფერმენტს არ შეუძლია ერთდროულად ორი სამუშაოს შესრულება.
თუ ფერმენტი დაკავებულია ინსულინის დაშლით იმის გამო, რომ სისხლში ძალიან მაღალი შაქარია, ის არ იქნება თავისუფალი ბეტა ამილოიდის დასაშლელად.
ბეტა ამილოიდის დაგროვება ტოქსიკური ხდება ნერვული უჯრედებისთვის, ანადგურებს სინაფსებს (კავშირებს ნერვულ უჯრედებს შორის) და ხელს უწყობს ტვინის ანთებას, რაც შემდეგ ხელს უწყობს უფრო ტოქსიკური ბეტა ამილოიდის დაგროვებას.
სისხლში შაქრის მაღალი დონე და ბეტა ამილოიდის დაგროვება ხდება მანკიერი ჯაჭვი.
ჯანსაღი კვება ყოველთვის პირველ ადგილზეა ნებისმიერ პროტოკოლში ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
მაგრამ რა უნდა ვქნათ როდესაც შაქარი ნარკოტიკული ნივთიერების მსგავსად დამოკიდებულებას იწვევს და ვერ ვთმობთ?
არსებობს დამხმარე დანამატები, რომელიც გვეხმარება ტკბილეულის დამოკიდებულებას დავაღწიოთ თავი და დასაწყისისთვის შეიძლება გამოიყენოთ ისინი
მაგრამ ეს უნდა მოხდეს პროფესიონალის რჩევით ორგანიზმის სიმპტომების ანალიზით და არა თვითნებურად.
რადგან ბევრ მათგანს ახასიათებს უკუჩვენებები.
მოამზადა მანანა სულაკაძემ
გადადი გვერდზე და გაეცანი საინტერესო ინფორმაციებს ჯანსაღი კვება & აიურვედა თერაპია