fbpx

თუ ნერვული აშლილობა, შფოთი, სტრესი, ან დეპრესია გაწუხებს…

ავტორი ჟოლო
2.6K ნახვა

👉თუ ნერვული აშლილობა, შფოთი, სტრესი ან თუნდაც დეპრესია გაწუხებს, სანამ ფსიქოლოგს მიმართავ, დახედე შენს თეფშს.

❓როგორ იკვებები?

ეს ჩივილები ძალიან ხშირად გამოწვეულია არასწორი კვებით, ჰორმონების დისბალანსით და ნაწლავების არასწორი მუშაობით.

❓რატომ ?

ტვინის ემოციური და შემეცნებითი ცენტრები დაკავშირებულია ნაწლავებთან. ტვინსა და ნაწლავებს შორის კომუნიკაციას და პირიქით ეწოდება ნაწლავ-ტვინის ღერძი.

🤦‍♀️შაკიკის დროს ადამიანებს ხშირად აქვთ სეროტონინის დაბალი დონე ქსოვილებში. თუ რამე არასწორია ჩვენს მომნელებელ სისტემაში, ის “ყვირის” ნერვების მეშვეობით დახმარებისთვის📢.

🔴ამიტომ ხშირად სტრესი და ნერვული აშლილობა პირდაპირ კავშირშია მომნელებელი სისტემის და მეტაბოლიზმის დარღვევასთან.

✅მაგალითად, იმუნური სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს ნაწლავებში: ე.წ. თავდაცვის პირველი ხაზი .

♨️როდესაც ნაწლავები ოპტიმალურად არ ფუნქციონირებს, იმუნური სისტემა ქვეითდება და იქმნება დეფიციტი.

🔴მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს ნაწლავის ფლორა დაზიანებული არაჯანსაღი კვებისა და სხვადასხვა ტოქსინების ყოველდღიური ზემოქმედების შედეგად. ნებისმიერი ანთება ორგანიზმისთვის სტრესია, რადგან იზრდება კორტიზოლი.

✅ყოველთვის დალიე საკმარისი წყალი💧

✅მიირთვი ბოჭკოები ბოსტნეულიდან(ჭარხალი, ყაბაყი, სტაფილო არა უმი ფორმით)🍲

✅მიირთვი სუფთა ცხიმები🥑🥥

✅ყურადღება მიაქციე ფიზიკური აქტივობის და დასვენების სწორ ბალანსს.🏊🚴‍♀️🤸‍♂️

🟢ბოჭკოებით მდიდარი საკვები, სითხის სწორ რაოდენობასთან ერთად ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და ნაწლავების ჯანსაღ მოძრაობას .

🟢აუცილებელია იყოს ნაწლავების სისუფთავე შენარჩუნებული. რათა თავიდან ავიცილოთ ანთება და მომნელებელმა სისტემამ შეძლოს გამოჯანმრთელება.

ამისათვის საუკეთესოა გოგრა☝️

* რაციონიდან მაქსიმალურად გამორიცხე მარტივი ნახშირწყლები(ტკბილეული და ცომეული).

(ბოლო კვლევები აქტიურად მიმდინარეობს თანდაყოლილ, მძიმე ფსიქოლოგიურ დარღვევებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემის დარღვევებს შორის კავშირზე. და ბევრი მეცნიერი ადასტურებს რომ მათ შორის მჭიდრო კავშირია და მიზეზი ნაწლავებში უნდა ვეძებოთ.)

მოუსმინე სხეულს, თქვენ ყოველთვის ერთ ენაზე უნდა საუბრობდეთ🥰

ავტორი: მანანა სულაკაძე

გადადი გვერდზე და გაეცანი საინტერესო ინფორმაციებს ჯანსაღი კვება & აიურვედა თერაპია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment