თუ გსურთ, რომ დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვროთ კარგად წაიკითხეთ ქვემოთ აღნიშნული პროდუქტები და მიირთვით ისინი ყოველდღიურად.
1. შვრია – ის ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას. სასარგებლოა კუჭის მოქმედებისთვის.
2. ნიორი – ამცირებს ორგანიზმში მავნე ნივთიერებებს და კიბოს განვითარების რისკს. აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას.
3. მწვანე ჩაი – ერთი ჭიქა მწვანე ჩაი ბოსტნეულს შეგიცვლით. მწვანე ჩაის აქვს უნარი, რომ სისხლში შეამციროს შაქრის და ქოლესტერინის დონე.
4. თევზი – კვლევის თანახმად, კვირაში 5-ჯერ მიღებული ზღვის თევზი ინსულტის რისკს ამცირებს.
5. კაკაო – კაკაოს ყოველდღიური მიღება თითქმის მთლიანად აქრობს სიმსივნის განვითარების რისკს, ამასთან კარგია კუჭისთვის და აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
6. ვაშლი – შეიცავს იოდს და რკინას, რაც წმენდს ორგანიზმს, ამცირებს ქოლესტერინს და სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
7. ყურძენი – მუქი ყურძენი ამაგრებს ძვლებს და საუკეთესოა კანისთვის. ამასთან ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლის მოქმედებაც 10-ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე ვიტამინი E.