fbpx

10 ოქროს რჩევა აიურვედასგან, – ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

ავტორი ჟოლო
807 ნახვა

10 ოქროს რჩევა აიურვედასაგან, ჯანმრთელი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის

🌺 მოუსმინე სხეულს და მიირთვი მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად გშია.

🌺 არ ჭამო ძალიან ბევრი: კუჭის 1/4 ყოველთვის დატოვე ცარიელი.

🌺 კარგად დაღეჭე საკვები; საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუში.

🌺 ყოველთვის მიირთვი ნატურალური და ახალი საკვები, სასურველია ორგანული.

🌺 არასდროს მიირთვა ძალიან ცივი საკვები ან სასმელი.

🌺 არ მიირთვა ზედმეტად ცხარე , მძიმე, შემწვარი და ზედმეტად ცხიმიანი საკვები.

🌺 დაიცავი 4-6 საათიანი ინტერვალი ყველა კვებას შორის, რათა მოხდეს მიღებული საკვების სრული მონელება.

🌺 რეგულარულად დალიე ადუღებული თბილი წყალი – სასურველია 10–20 წუთის განმავლობაში – ან ბალახეული ჩაი. შეგიძლია დაამატო ცოტა ახალი ჯანჯაფილი.

🌺 ყოველი ჭამის წინ მიიღე ცოტაოდენი ლიმონიანი თბილი წყალი. ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და საკვების ადვილად მონელებას.

🌺 საჭმლის მომზადებისას გამოიყენე ის სანელებლები რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ცეცხლის გაძლიერებას, მაგალითად: ჯანჯაფილი, შავი პილპილი, კაიენი, დარიჩინი, კარდამონი.

🌺 უმჯობესია ხილი მიირთვა ჭამამდე ცოტა ხნით ადრე ან სრულიად ცალკე.

მოამზადა მანანა სულაკაძემ

გადადი გვერდზე და გაეცანი საინტერესო ინფორმაციებს ჯანსაღი კვება & აიურვედა თერაპია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment