ურთიერთობას არ ქმნის ერთი ადამიანი, ის ორივეს მიერ გაწეული შრომის შედეგია.
ადამიანს ჭკუაში უნდა აჯობო და არა ყვირილში.
სიყვარული არის: დატოვო ადამიანი თავის თავისუფლებაში და გიყვარდეს. იყო კმაყოფილი იმით, რომ ის ბედნიერია შენთან.
სწორ და არასწორ ადამიანში განსხვავება ის არის რომ არასწორი გიპოვის და დაგანგრევს. სწორი კი გიპოვის დანგრეულს და აგაწყობს.
უპატრონეთ და გაუფრთხილდით საკუთარ ბედნიერებას, რადგან ის არავის აინტერესებს თქვენს გარდა.
ადამიანს რაც არასდროს დაეკარგება ეს უანგაროდ გაკეთებული სიკეთეა. შეიძლება ერთი მხრიდან არ დაბრუნდეს, მაგრამ მეორე მხრიდან აუცილებლად დაბრუნდება. სიკეთე არ იკარგება.
ქალს როგორც ექცევი, ზუსტად ისეთი კაცი ხარ.
თუ გინდა გაიგო, რა არის ცხოვრებაში შენი, ყველაფერი უნდა გაუშვა, რაც დარჩება ის არის შენი. რაში გჭირდება ვიღაცა ძალით იყოს შენთან, თუ სიყვარულის არსი გესმის?
მე თუ მინდა ვიყო ბედნიერი, ვიქნები ბედნიერი… ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ მე არ მაქვს დრო ცუდ ხასიათზე ვიყო.
სიძულვილზე ადვილი არაფერია, აი სიყვარულს სჭირდება დიდი ძალა და ძლიერი სული.
შენს ცხოვრებაში პრობლემები არსებობს იმისთვის, რომ შენ მათგან გამარჯვების ისტორიები შექმნა.
ერთ-ერთი მომენტი რომ ტონუსში მოიყვანო შენი თავი ეს არის, რომ დროზე კონტროლი შენ აიღო, ამიტომ ვეუბნები რომ დაგეგმე რაც გინდა, ხომ არ გეუბნები რამე სერიოზული დაგეგმე. ან რასაც გეტყვი ის გააკეთე, ეცადე რომ არავის არ აარევინო დრო. რას ნიშნავს რომ არავის აარევინო დრო. კაი დავგეგმე რაღაცა, ვიწვე ტახტზე დავისვენო, მირეკავ შენ წამოდი სადმე გავისეირნოთ. მე გეტყვი რომ არა, მოდი ხვალ გავისეირნოთ და ხვალ გწერ, რომ 10-დან 4-მდე ვსეირნობ შენთან. მიეჩვიე იმას რომ არავის არ აარევინო დრო. ეს ნიშნავს არავის არ აარევინო სიცოცხლე. დროის მენეჯმენტის დასაწყისი.
მე ვიცი ნაკითხი ადამიანები და არა განათლებულები. რაღაც რომ წაიკითხე, პიროვნულად წინ უნდა წახვიდე. არა ის, რომ გახსოვდეს მეთოთხმეტე გვერდის მეორე აბზაცზე რა წერია. ასეთი ხალხიც არის. განათლებამ უნდა მომცეს, რომ მე თავი რეალიზებულად ვიგრძნო მაშინაც, როდესაც არ მაქვს მილიონი, იმიტომ, რომ მე სხვა უპირატესობები მაქვს. მე რეალიზებული ვარ, მე არ მჭირდება ის, რაც სხვებს სჭირდებათ. ეს არის განათლების პრინციპი. ხუთი წიგნი მაქვს წაკითხული თუ შვიდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამან ცვლილებები არ მოახდინა.
ჩვენ ცუდად ვართ ჩვენი ფიქრების გამო და ასევე კარგად ვგრძნობთ თავს ჩვენი ფიქრების შინაარსიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ ვისწავლით ჩვენი ფიქრების შინაარსის მართვას, ვისწავლით საკუთარი ემოციების მართვასაც. რეალობა არაფერს განსაზღვრავს. განსაზღვრავს შენი განცდები და შენს თავთან კომუნიკაცია.
ნერვებს გიშლის ვიღაც? არ უნდა მოგეშალოს! მის ნათქვამს უნდა დააკარგვინო ემოციური ზემოქმედების ძალა. რაღაცას მეტყვის, წარმოვიდგენ, რომ თავზე ჩაიდანი ადგას, დამთავრდება. სცადეთ, ვინც ნერვებს გიშლით, იმ წუთას ჩაიდანი გაიხსენეთ, ნახავთ, რომ ძალიან ადვილია.
ზურა მხეიძე (ფსიქოლოგი)