fbpx

წარმატების გზა – ოპრა უინფრი

ავტორი Ann
798 ნახვა

მისი სახელი დღეს თითქმის მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა ალბათ ძალიან ცოტამ იცის ის რთული გზა, რომელიც მან გაიარა. დაიბადა დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახში,  დედამისი თინეიჯერი იყო, როდესაც ოპრა შეეძინა.

ბავშვობის წლები ოპრამ ბებიასთან გაატარა, სოფელში. გარდა რთული საყოფაცხოვრებო პირობებისა, ის გამუდმებით სექსუალური თავდასხმის ობიექტი იყო. ჯერ კიდევ 9 წლის ასაკიდან ბიძაშვილის, ბიძისა და ოჯახის მეგობრის მხრიდან. 14 წლის ასაკში ის დაფეხმძიმდა, თუმცა მისი ბიჭუნა დაბადებიდან მალევე გარდაიცავალა.

ბავშვობაში სიღარიბისა და ძალადობის გადატანის მიუხედავად ის გახდა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი აფრო-ამერიკელი ქალი.

15 წლის ასაკში ოპრა საცხოვრებლად მამასთან გაგზავნეს. მამა განათლების მიღებაში ძალიან ეხმარებოდა და მან ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისთვის დაფინანსებაც მიიღო. სწავლის პერიოდში ის ადგილობრივ რადიოშიც მუშაობდა, მოგვიანებით სამუშაოდ ტელევიზიაში აიყვანეს. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივად აეწყო. ცოტა ხანში ის დაითხოვეს იმ მიზეზით, რომ არ იყო ტელევიზიისთვის შესაფერისი.

მოგვიანებით ოპრა ჩიკაგოში დაბრუნდა, რომ წაეყვანა დაბალრეიტინგული გადაცემა. რამდენიმე თვეში მან შეძლო ყველა რეკორდის მოხსნა და გადაცემა ყველაზე რეიტინგულად აქცია. მოგვიანებით გადაცემას სახელი გადაერქვა და ეწოდა „ოპრა უინფრის შოუ“.

ოპრა უინფრის შოუ ამერიკულ ტელევიზიაში მრავალ წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული ტელეპროგრამა იყო. ის დღეს ყველაზე მდიდარი ქალია მსოფლიოს შოუბიზნესში. ოპრა პირველი შავკანიანი მილიარდერი ქალია კაცობრიობის ისტორიაში და ნათელი მაგალითი ადამიანისა, რომელმაც იმპერია ნულიდან შექმნა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment