ზოგიერთი ადამიანი მიდის, მაგრამ მის მიერ დატოვებული სინათლე არსად ქრება… ის რჩება მოგონებებში, ღიმილში, თითოეულ ფოტოში, რომელიც თითქოს ჩუმად გვიყვება მის ამბავს...

თამთუკას ფოტოგამოფენაც სწორედ ასეთი ამბავია,- ამბავი გოგონაზე, რომელიც სამყაროს განსაკუთრებული სიფაქიზით უყურებდა, წარმავალ წუთებში სილამაზეს პოულობდა და კამერის ობიექტივით სიცოცხლის პატარა სასწაულებს ინახავდა.
დღეს ამ სამყაროს ისევ თამთუკას დედა, ქეთი ჩიქოვანი გვიზიარებს. დედა, რომელმაც აუტანელი ტკივილი სიყვარულის ძალად აქცია და შვილის თვალებით დანახული სილამაზე ჩვენამდე მოიტანა.
„თამთუკამ მასწავლა მთავარი – სიყვარული და მადლიერება. მასწავლა, რომ სამყაროს ყოველთვის გულით უნდა უყურო“, – ამბობს ქეთი.
თითოეულ ფოტოში ისევ იგრძნობა თამთუკას სითბო და ის განსაკუთრებული სინათლე, რომელიც ამ სიფრიფანა და ღიმილიანმა გოგონამ ადამიანების გულებში დატოვა.
ეს გამოფენა მხოლოდ მოგონება არ არის. ეს არის სიყვარულის გაგრძელება და დედისა და შვილის კავშირი…
ზოგჯერ სიყვარული ყველაზე ხმამაღლა მაშინ ლაპარაკობს, როცა სიტყვები აღარ არის საჭირო. საკმარისია ერთი ფოტო, ერთი ღიმილი და გრძნობა, რომ ვინც ასე ძალიან გვიყვარდა, კვლავ ჩვენთანაა.

გამოფენას ამჯერადაც
ალექსანდრე ცინცაძის სახელობის 150-ე საჯ.სკოლა მასპინძლობს.
მის: ორდე დგებუაძის ქუჩა N8
N 201 აუდიტორია
