ცხოვრება ნამდივილად ღირს იმად,რომ ადამიანმა იბრძოლოს,არ დანებდეს და ლელო გაიტანოს. ღირს საკუთარი, თუ სხვისი ბედნიერებისთვის, წინსვლისთვის, ნიჭის გამოვლენისთვის და თუნდაც იმისთვის, რომ სამყაროს მიაწვდინოს ხმა, გადალახოს ნებისმიერი ადამიანური დაბრკოლება და მიაღწიოს მიზანს.
დაფიქრდით, ღირს კი დანებება?
რა თქმა უნდა არა, ამაში კი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ შემდეგი 2 ფილმი
„რეი“
რეჟისორ ტეილორ ჰეკფორდის 2004 წელს გადაღებული ფილმი „რეი“ ლეგენდარულ მომღერალ -რეი ჩარლზე, რომლის როლს ჯემი ფოქსი ასრულებს.
ფილმში აღწერილია რეის ცხოვრება, რომელიც 7 წლის ასაკში დაბრმავდა. ფილმში კარგად ჩანს დედის როლი,თუ როგორ საოცრად ზრდის შვილს,როგორ აჩვევს დამოუკიდებლობას,ბრძოლას და შეგუებას თავის რთულ მდგომარეობასთან. იმის მიუხედავად, რომ რეის დედა გაუნათლებელი ქალია, უდიდესი შინაგანი თავისუფლება გააჩნია და ძალებს არ იშურებს, რომ ეს თავისუფლება შვილს გადასცეს. რეის მარცვლეულის გამყიდველი მოხუცი ასწავლის პირველ ნოტებს, მისი ნიჭიერება აშკარა ხდება და უკვე ზრდასრული, სხვა გარემოში მიდის, სადაც თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას ახდენს. მართალია ის სასწაულ წარმატებას აღწევს კარიერაში, თუმცა ყოველ ნაბიჯზე ხვდება მატყუარა და მჩაგვრელადამიანებს. ამის მიუხედავას, მისი მიზნისკენ სწრაფვა იმდენად დიდია, რომ ის ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. მისი ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა ცდუნებებთან და დაბრკოლებებთან, თუმცა ძლიერი ხასიათისა და სიმტკიცის წყალობით, რეი ყოველთვის ახერხებს წინსვლას.
ეს ფილმი არის მაგალითი იმის,რომ არ უნდა დანებდე და ბოლომდე იბრძოლო, რადგან ნამდვილი სურვილი შემთხვევაში,არცერთი მდგომარეობა თუ სირთულე არ არსებობს დაუძლეველი !
მრწამსი
რეჟისორ ტომი გოლდვინის 2010 წელს გადაღებული ფილმი რეალურ ისტორიაზე. მთავარ როლს ჰილარი სუონკი ასრულებს.
ეს არის საოცარი ისტორია ქალზე,რომელმაც წლები შეალია იმას, რომ თავის უდანაშაულოდ დაპატიმრებული ძმა ციხიდან დაეხსნა და დაემტკიცებინა სიმართლე.
ბეტიმ ნულიდან დაიწყო, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომადვოკატი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა რომ დაკარგა ოჯახი, გაშორდა ქმარი და ორი მოზარდი შვილიც თან წაიყვანა, ბეტი სულიერად არ გატეხილა, არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა ძმის თავისუფლებისთვის. ამ შემთხვევაში და-ძმური სიყვარული და სამართლიანობის აღდგენის სურვილი გახდა მთავარი მოტივაცია იმისა, რომ 10 წელი შეელია ამ საქმისთვის და მიეღწია მიზნისთვის.
რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, ეს ფილმი დაგანახებთ, რომ როდესაც არსებობს მონდომება, ყველაფერი შესაძლებელია, თუნდაც თავიდან ის წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ.
ეს ფილმი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ არცერთ დაბრკოლებას არ უნდა შევუშინდეთ და უნდა ვიაროთ წინ იმ რწმენით,რომ თუ მთელი გულით ვირწმუნებთ ჩვენი მიზნების და ვიმოქმედებთ, ყველაფერი გამოგვივა.
ავტორი: დოდო კანდელაკიშვილი