ჩემო პოზიტიურო და სინათლით სავსე მეგობრებო,
ყველას გილოცავთ ახალ 2018 წელს!
გისურვებთ რომ ახალი წელი თქვენთვის სასიკეთო შემოტრიალების წელი გამხდარიყოს.
დაე, ამ ახალ წელს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სიხარული, სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ბარაქა და სიმდიდრე მოეტანოს.
აუცილებლად დასახეთ ის მიზნები, რომელთა მიღწევასაც აპირებთ 2018 წელს.
ასევე დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნებისთვის კონკრეტული გეგმები გაგაჩნიათ.
დაწერეთ თქვენი ცხოვრების სცენარი თქვენ თვითონ.
გახსოვდეთ, თქვენს ცხოვრებაში მთავარი თქვენ ხართ
– თქვენი აზრები, სიტყვები, ემოციები, მოქმედებები და გადაწყვეტილებები.
თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვა თქვენ გეკუთვნით – მხოლოდ და მხოლოდ თქვენ!
გაბედეთ და გახსოვდეთ, თქვენ თვითონ ქმნით თქვენს ბედს!
ნება მომეცით კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ:
თქვენ თვითონ ქმნით თქვენს ბედს!
ნუ იქნებით მოწყენილი, სასოწარკვეთილი და უიმედო.
თავი ასწიეთ და გაიღიმეთ.
გაიღიმეთ, რადგან ცხოვრება მშვენიერია!
მე მჯერა, რომ თქვენ – თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი წინ გელოდებათ. დაიჯერეთ თქვენც!
გამხნევდით და გაძლიერდით – აივსეთ იმის რწმენით, რომ 2018 წელს წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
დიახ, მიაღწევთ, რადგან თქვენ ამას უკვე აკეთებთ.
თქვენ სწორ გზაზე დგახართ.
მეტი სხვა აღარაფერი დაგრჩენიათ რომ იაროთ წინ – გამარჯვებისკენ!
სიყვარულით რამაზ გიგაური