fbpx

ნამდვილი იბადება მაშინ, როცა არ ელოდები …

ავტორი ჟოლო
66 ნახვა

წარმატება ახალგაზრდებთან უნდა ვეძებოთ. ახალგაზრდობა ჩვენი მიღწევების ბარომეტრია. წარსულზე არავინ გიჟდება. მაყურებელი მხოლოდ დღეს არის. ყოველთვის ახალი, უცნობი, ცვალებადი… იგი ყოველთვის თავიდან უნდა მოიპოვო შენი დღევანდელი შემოქმედებით.

*****

რატომ მღერის ჩიტი? რატომ წერს ადამიანი ლექსს? რატომ თამაშობს მსახიობი სპექტაკლს? იმიტომ, რომ გამოხატოს თავისი აღტაცება სიცოცხლით. ის ხომ მშვენიერია! სიცოცხლე – ბედნიერებაა!

*****

ხალხს უნდა სჯეროდეს სიყვარულის, თავგანწირვის, წესიერების… იმის, რომ როდესმე ეს ყველაფერი იქნება. მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სამყარო უწმინდურობის გროვაა.იგი ჩემთვის მშვენიერია და მე მჯერა, რომ შეიძლება უფრო მშვენიერი გახდეს.

*****

პროფესიონალიზმი, – ეს არის საკუთარი ხელობის ცოდნა, მისი ფლობა და მოხმარება. ჩვენი ხელობა – ადამიანის სულის ცხოვრების წვდოომაა.

*****

ილაპარაკეთ ისე, რომ მსმენელი მოსმენისას თქვენს სიტყვებს კი არ უგდებდეს ყურს, არამედ ხედავდეს და გრძნობდეს თქვენს მდგომატეობას.

მთავარი თვითონ სიტყვა კი არაა, ისაა რაც ამ სიტყვის იქით დგას.

*****

ნამდვილი იბადება მაშინ, როდესაც არ ელოდები იმას, როგორც სიყვარულია, რომ არ ელოდები და მაშინ მოვა… აი, მაშინაა არაჩვეულებრივი…

*****

თეატრო! მე გაღმერთებ შენ!

მე უშენობით ისე ვიტანჯები, როგორც ბავშვი – უსათამაშოდ!

მიხეილ თუმანიშვილი

წყარო: თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment