fbpx

თუ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, წაიკითხეთ ეს სტატია

ავტორი ჟოლო
226 ნახვა

💗ჩემო კარგებო, თუ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია თქვენთვის, წაიკითხე პოსტი👇

🔺ჩინეთი იყენებს ჯანდაცვის მიერ აკრძალულ მეთოდებს საკვები პროდუქტების წარმოებაში რათა გლობალურ ბაზრებზე სწრაფად და ყველაზე დაბალ ფასად გამოიტანოს.

🔺გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს რომელიც შეიცავს სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს.

❗️1 – სოიოს სოუსი და სოიოს მარცვლები

მსოფლიო ჯანდაცვის მიერ ეს პროდუქტი კლასიფიცირებულია, როგორც კანცეროგენი. რადგან ის შეიცავს 4-მეთილიმიდაზოლს.

(შეგახსენებთ რომ რამდენიმე წლის წინ კოკა-კოლა და პეპსი იძულებული გახადეს თავისი სასმელების რეცეპტი შეეცვალათ იმის გამო, რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით მათში აღმოაჩინეს ჭარბი რაოდენობით ონკოლოგიური დაავადების გამომწვევი ნივთიერებები, აქედან ერთ-ერთი 4 მეთილიმიდაზოლი იყო(4-MI).)

❗️2 – ჯანჯაფილი

გამოძიებამ აჩვენა, რომ პესტიციდი ალდიკარბი, რომელიც დამტკიცებულია მხოლოდ არასაკვებ კულტურებში გამოსაყენებლად, ასევე გამოიყენებოდა ჯანჯაფილზე. და ფერმერებმა ის ამ შემთხვევაში გამოიყენეს დაშვებულ ნორმაზე ექვსჯერ მეტი.

(ვინც არ იცით გეტყვით, რომ ალდიკარბი ერთ -ერთი ყველაზე ტოქსიკური პესტიციდია. რომელსაც დასაწყისში იყენებდნენ ბამბის მცენარის დასაცავად მავნებლებისაგან და არა საკვები კულტურებისათვის რადგან ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს მთელ რიგ გართულებებს, როგორიც არის სისუსტე, მხედველობის დაბინდვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ცრემლდენა, ოფლიანობა და კანკალი. მაღალი დოზები შეიძლება ფატალური იყოს ადამიანისთვის, რადგან მას შეუძლია სასუნთქი სისტემის პარალიზება.)

❗️3 – სამრეწველო მარილი

დადგენილია, რომ სამრეწველო მარილი უვარგისია ადამიანის მოხმარებისთვის, მაგრამ აღმოჩნდა რომ, ჩინელი მწარმოებლები, ბოლო 13 წელია სამრეწველო მარილს ყიდიან როგორც სუფრის მარილს!

სამრეწველო მარილის საკვებად გამოყენება იწვევს ფსიქიკურ და ფიზიკურ პრობლემებს, როგორიც არის მაგალითად ჰიპოთირეოზი და რეპროდუქციული სისტემის დარღვევები.

❗️4 – სოკო

აღმოჩნდა რომ სოკოს მოსაყვანად მასიურად იყენებენ ისეთ ქლორირებად საშუალებებს, რომლებიც დაუშვებელია საკვები კულტურების მოსაყვანად.

❗️5 – თევზი ტილაპია და ზღვის პროდუქტები.

ტილაპია ჩინეთში გავრცელებული თევზია. ეს თევზი არის ყველაზე ცუდი, ყველაზე ტოქსიკური და არაჯანსაღი თევზი, რომელსაც შეიძლება შეხვდეთ. ტილაპია ჭამს ყველაფერს, და ძირითადად მას ზრდიან ნარჩენებით სავსე აუზში, სადაც თევზის სწრაფი ზრდისთვის ამატებენ სხვადასხვა ჰორმონებს, რომლებიც ადამიანისთვის ძალიან საზიანოა.

ასევე თევზის ფილებში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით დიოქსინი. ეს არის სინთეზური ტოქსინი, რომელიც ადამიანში იწვევს იმუნოდეფიციტის განვითარებას და რომლის ორგანიზმიდან გამოდევნას 11 წელი ჭირდება.

ტილაპიის 80% მოდის ჩინეთიდან.

კრევეტების სწრაფად გასაზრდელად კი წყლის საცავებში ფერმერები იყენებდნენ არასანქცირებულ ანტიბიოტიკებს და ქიმიურ საშუალებებს. ჩინეთში შეძენილი კრევეტების 30 ნიმუში გაიგზავნა ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. შედეგი: კრევეტების მოშენებაში გამოიყენებოდა ანტიბიოტიკები (ენროფლოქსაცინი, ქლორამფენიკოლი და ნიტროფურანზონი), რომლებიც მკაცრად აკრძალულია მათი კანცეროგენული ეფექტის გამო ადამიანის ორგანიზმზე.

აქვე შეგახსენებთ რამოდენიმე წლის წინ აგორებულ სკანდალს. სადაც გამჟღავნდა რომ მაროკოს ბაზარზე ჩინეთიდან იმპორტირებული დიდი რაოდენობით რადიოაქტიური თევზი და ზღვის პროდუქტები აღმოჩნდა .

ამ პროდუქტების დიდ ნაწილი მოდის ზღვის ზონიდან, სახელწოდებით “61”, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც “ძალიან საშიში”.

ზონა “61” გარშემორტყმულია რამდენიმე ბირთვული რეაქტორით და არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული სათევზაო ადგილი.

მიუხედავად მომხმარებლებისთვის ამ პროდუქტების პოტენციური საფრთხისა, მაროკოს ჯანდაცვის ორგანოები არ აკონტროლებენ ამ საქონელს, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული.

2013 წლის თებერვალში ესპანეთმა უარყო რამდენიმე ათეული ტონა გაყინული თევზი მაროკოდან. თევზში აღმოაჩინეს ჰისტამინი, ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევს ალერგიას და მოწამვლას. ტვირთი დააბრუნეს მაროკოში, სადაც ის უბრალოდ გაიყიდა ბაზარზე.

❗️6 – ვაშლის წვენი

2011 წელს დოქტორ მეჰმედ ოზმა განაცხადა, რომ ჩინური წარმოების ვაშლის წვენი შეიცავდა დარიშხანის ძალიან დიდ რაოდენობას. მაშინ ამ განცხადებამ დიდი კამათი გამოიწვია, მაგრამ საბოლოოდ კვლევებმა აჩვენა, რომ მათში დარიშხანის შემცველობა დაშვებულ ნორმას 10 ჯერ აჭარბებდა. და წვენებში აღმოჩენილი დარიშხანი არ იყო ორგანული, პირიქით ტოქსიკური და სიცოცხლისათვის საშიშიც კი იყო.

❗️7 – ჩინური ნიორი

და ბოლოს ჩინური ნიორი. აღმოჩნდა რომ ჩინურ ნიორს უხვად ასხურებენ არალეგალური ქიმიკატებით, მაგალითად phorate და parathion, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ჰორმონალურ პრობლემებს იწვევს.

🔺ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციან კიდევ უფრო გაამკაცრა კონტროლი ჩინურ პროდუქტებზე, ამიტომ ახლა ძირითადი სამიზნე ისეთი ქვეყნებია, როგორც არის საქართველო, სასომხეთი, მოლდავეთი, სხვადასხვა აზიური და სამხრეთამერიკული ქვეყნები და ა შ, სადაც კონტროლი ასეთ საკითხებში ფაქტიურად ნულის ტოლია.

ამიტომ გაითვალისწინეთ.

🙏გახსოვდეს, შენი და შენი ოჯახის ჯანმრთელობაზე შენ უნდა იზრუნო💗

ავტორი: მანანა სულაკაძე

გამოიწერეთ გვერდი ორთომოლეკულური თერაპია და გაეცანით უფრო მეტ საინტერესო ინფორმაციას.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment