fbpx

მე შენ რეალურ შედეგზე გაგიყვან… გინდა? – გამომყევი! – მანანა სულაკაძე

ავტორი დეა თავბერიძე
1927 ნახვა
0 კომენტარი
2

თუ გსურს ჯანმრთელობა ყველაზე მარტივი და ბუნებრივი წესით მოიწესრიგო, დაიკლო მომატებული კილოგრამები, გაიგო ხანგრძლივი ახალგაზრდობის საიდუმლო და ასევე ისწავლო თუ როგორ იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, – ეს ინტერვიუ შენთვისაა.

“მე შენ რეალურ შედეგზე გაგიყვან… გინდა? – გამომყევი! ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება სურს. პირველივე კვირიდან იგრძნობ ცვლილებას, ენერგიას, ცხოვრების სიმსუბუქეს. დღე იქნება ბევრად განსხვავებული ვიდრე დღეს არის… მაგრამ ამისთვის აუცილებლია გქონდეს მიზანი და მიიღო გადაწყვეტილება, ისე ვერაფერს შევძლებ, თუ გადაწყვეტილებას მიიღებ შეუძლებელიც კი შესაძლებელი ხდება. – ამბობს აიურვედა თერაპევტი და ორთომოლეკულური დიეტოლოგი მანანა სულაკაძე და სასურველი შედეგის მისაღებად მსურველებს გაჯანსაღების ორთვიან პროგრამას სთავაზობს.

მანანა სულაკაძე: ეს პროგრამა თავდაპირველად სასწორს არ ეტყობა, მაგრამ ეტყობა გარშემოწერილობას, ასევე სახის კანს, ერთ კვირაში სახეზე თუ კი სადმე შეშუპებაა, ქრება. პროგრამა ინდივიდუალური სესიებით იწყება, ეს საჭიროა იმისთვის რომ გამოვიკვლიო და დავადგინო თუ რა მდგომარეობა აქვს და რა ჭირდება თითოეულს უკეთესი შედეგისთვის.

– უკეთესი შედეგი რამდენი კილოგრამის დაკლებაა ?

– ჩემი პროგრამა მხოლოდ დასაკლებად არ არის, ვასწავლი თუ როგორ გადავიდეთ ჯანსაღ კვებაზე და ჯანსაღი ცხოვრების  სტილზე.   პირველ რიგში უნდა დავადგინო ამ ადამიანს აქვს თუ არა მინერალების დეფიციტი ორგანიზმში. რაც ბლოკავს მის მეტაბოლიზმს. ანუ ამ პროგრამით მე მეტაბოლიზმი უნდა გავასწორო.

– მეტაბოლური დარღვევა ასე ადვილი გამოსასწორებელია?

– ადვილად გამოსწორებადია გარკვეულ ეტაპამდე, მერე უკვე მოითხოვს ზოგ შემთხვევაში ჰორმონალურ ჩარევას. რაც უკვე ძალიან ცუდია. რადგან თუ ადამიანს ჰორმონალური ბალანსი დარღვეული აქვს და სჭირდება ჰორმონალური პრეპარატი, ეს საქმეს ართულებს. ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროცენტიანი საშიშროება ჰორმონალური პრეპარატების არის ტრომბი.

რაც შეეხება ზედმეტი კილოგრამების დაკლებას მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტი ცხიმის ხარჯზე ხდება. ეს არის ლოკალურად ჩალაგებული ცხიმი, რომელსაც ჰორმონების დისბალანსი იწვევს ორგანიზმში. ეს ყოველივე გათვლილია იმ ადამინისთვის ვისაც არა აქვს ინტენსიური ვარჯიშის შესაძლებლობა. შეიძლება არ დაჭირდეს მას, ვინც იოგას ვარჯიშობს ინტენსიურად, რადგან იოგა ისედაც აწესრიგებს ჰორმონებს, ოღონდ ინტენსიური ვარჯიშით.

დღეს იმდენად არის მომრავლებული მსგავსი შემოთავაზებები და ხშირად უხარისხოც, რომ იმედგაცრუებებისა და კილოგრამების უკან დაბრუნების შიში აქვს ბევრს.

დიახ, შეიძლება იყოს ასეთი შიშიც. ზოგიერთს ნებისყოფა არ ჰყოფნის ან კვების რეჟიმის დარღვევის შიში აქვს, ამისთვის მაქვს ფსიქოლოგიური გაკვეთილები, მე თავად სპეციალურად გავიარე ფსიქოლოგიის კურსი, რომ პროგრამის მონაწილეს ამ კუთხით დავეხმარო და ვასწავლო თუ როგორ გაანეიტრალოს ეს სურვილი ისე რომ არ დაზიანდეს. მაქვს ასევე სავარჯიშოები თუ როგორ უნდა იარონ სწორად, რომ სიარულის დროს მაქსიმალურად დაწვან კალორიები.

არის შემთხვევები, როდესაც ფიქრობენ რომ ჯანსაღად იკვებებიან და არაფერი აქვს მათ კვებას საერთო სიჯანსაღესთან. ამ კუთხითაც ვმუშაობთ. პროგრამაში მე მაქსიმალურად ვარ ჩართული, რადგან თითოეულის შედეგი ჩემი დიდი გამარჯვებაა.  ასევე ხდება იმ პროდუქტების გამოკვლევა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ანთებით პროცესს იწვევს.

ამ პროგრამის შედეგად ხდება:

ტკბილი და სხვა მავნე საკვებისადმი ლტოლვის შემცირება და დამოკიდებულების მოხსნა ;

ტოქსინებისა და შლაკების აღმოფხვრა;

ცხიმების გარდაქმნა სასარგებლო ენერგიად;

სხეულის ჭარბი ცხიმის დაწვა;

ქოლესტერინის და სისხლში შაქრის შემცირება;

მეტაბოლური პროცესების მოწესრიგება,

სისხლძარღვების წმენდა და გაძლიერება;

ზოგადი კეთილდღეობის გაუმჯობესება;

ამ ყველაფრის შემდეგ კი დაკლებული კილოგრამები ასე მალე არ ბრუნდება, როგორც სხვა შემთხვევაში.

საბოლოო შედეგად კი არიან, ენერგიულები, ბედნიერები, სიცოცხლით სავსეები და მადლიერები.

ამიტომაც ვამბობ – მე შენ რეალურ შედეგზე გაგიყვან… გინდა? – გამომყევი! ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება სურს. მთავარია შენი სურვილი და გადაწყვეტილება!

პროგრამის შესახებ ვრცელ ინფორმაციას გაეცნობით ჯგუში ჯანსაღი კვება & აიურვედა თერაპია

0 კომენტარი
2

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი