fbpx

ადამიანი წარმოადგენს იმას, რითაც იკვებება …

ავტორი ჟოლო
487 ნახვა

ჯანსაღი კვების აუცილებლობა ცალსახაა. მრავალი პროფესიონალის მიერ კვება განიხილება, როგორც უმთავრესი ფაქტორი ადამიანის ორგანიზმის პოზიტიური თუ ნეგატიური ფუნქციონირებისთვის.

როგორც ინტელექტუალურად, ასავე, ფიზიკურად – ადამიანი წარმოადგენს იმას, რითაც იკვებება… შესაბამისად, არაჯანსაღი კვება გვაძლევს არაჯანსაღ ორგანიზმს.

ცნობილია, რომ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული წნევის, კუჭის და დიაბეტის პრობლემა, სხვა მრავალი დაავადების გვერდით. საჭმლის მომნელებელი სისტემა ორგანიზმის კვებისა და განვითარების მთავარ ბერკეტს წარმოადგენს, თუმცა, საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი ზრუნავს კვების რაციონის დოზირებაზე, გრაფიკსა და შემადგენლობაზე და თუ ზრუნავს – ამა თუ იმ დაავადებისგან გამოწვეული კვებითი საჭიროებიდან გამომდინარე..

შეგიძლიათ დაიბრუნოთ ყველაფერი – ფინანსური თუ საზოგადოებრივი მდგომარეობა და განათლების მიღებაც არასდროსაა გვიანი, თუმცა, თუ თქვენ არ ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე, არ ფიქრობთ იმაზე, თუ რა ხარისხისა თუ შემადგენლობის კერძებით გამოკვებავთ თქვენს ორგანიზმს, არასწორი კვებისგან მიყენებულ ზიანს ვეღარ მოიშორებთ.

ხანდახან ორგანიზმი თვითონ გვიბიძგებს საჭირო ნივთიერებების შემცველი პროდუქტების მიღებისკენ, თუმცა, საჭიროა შესაბამისი გამოკვლევა, რაც დაგვეხმარება ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებების ნაკლებობისა თუ სიჭარბის დადგენაში. თითოეული ადამიანის რაციონი სწორედ ინდივიდუალურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაყრდნობით უნდა შედგეს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment