fbpx

როგორ მუშაობს სიუხვის დღიური

ავტორი დეა თავბერიძე
96 ნახვა
siuxvis dgiuri

“მიზიდულობის კანონის” ერთ-ერთი პრინციპის თანახმად, შენს ცხოვრებაში მრავლდება ის, რაზეც ყველაზე მეტად ფოკუსირდები. შენი ფიქრებით, გამოცდილებით, ენერგიით იზიდავ მსგავს გამოცდილებებს, ადამიანებს და მოვლენებს.

სიუხვის დღიურის წარმოება გვეხმარება ვფოკუსირდეთ ჩვენს მიზნებზე, სურვილებსა და წარმატებაზე. ასევე იმ სიუხვეზე რაც ჩვენს ცხოვრებაშია და რაც ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება.

დღიურში მოცემული ტექნიკების, მედიტაციების და ყოველდღიური რიტუალის დახმარებით ეუფლები “სიუხვის კანონებს”და შენთვის სასურველ უნარ-ჩვევებს.

როცა რეგულარულად წერ სიუხვეზე და იმაზე რაც უკვე გაქვს, ოპტიმისტურ განწყობას იქმნი. რაც გეხმარება უფრო ადვილად შენიშნო და გამოიყენო შესაძლებლობები.

სიუხვის დღიური გეხმარება, უკეთ გააცნობიერო შენი მიზნები და ის რაც უკვე გაქვს. სწავლობ როგორ მიმართო შენი ენერგია და ყურადღება იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია. როგორ ფოკუსირდე იმაზე რასაც ცხოვრებაში გინდა მიაღწიო.

🔮 მადლიერების პრაქტიკა

როცა იმაზე ფოკუსირდები რაც უკვე გაქვს, მადლიერების განცდა ძლიერდება. მადლიერება კი როგორც ცნობილია პოზიტიური ცვლილებების გამოწვევის ძლიერი საშუალებაა.

სიუხვის დღიური ეხმარება ადამიანებს შეგნებულად გაამახვილონ ყურადღება იმაზე რაც უკვე აქვთ და მადლიერებით აღავსონ ყოველდღიურობა. როდესაც ადამიანი მუდმივად ახსენებს საკუთარ თავს, თუ რისთვისაა მადლიერი და ყურადღებას ამახვილებს პოზიტივსა და წარმატებაზე, როგორც ვთქვით მიზიდულობის კანონის თანახმად უფრო მეტ სიუხვესა და შესაძლებლობას იზიდავს ცხოვრებაში.

🔸 სიუხვის დღიური მოიცავს:

21 პრაქტიკულ და საწერ სავარჯიშოს

21 აუდიო მედიტაციას (რომლებზეც წვდომა გექნებათ დღიურში მოცემული QR კოდის საშუალებით)

💰 ფასი 49 ₾ – 🏷 65 ₾-ის ნაცვლად ( ეს ფასი იქნება მხოლოდ კვირის ბოლომდე)

დარეგისტრირდი https://shorturl.at/yM57k

ან მოგვწერე მესინჯერში Jolo-ჟოლო

მსგავსი სტატიები

Leave a Comment