როდესაც მოსიყვარულე ოჯახში პრობლემა ჩნდება, ოჯახის წევრები არ იწყებენ ერთმანეთის დადანაშაულებას და არ ამბობენ: „ეს შენს გამოა…“
ისინი ამბობენ – „მე შენთან ვარ!“
და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები…
ეს სიტყვები ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ თანაგრძნობას.
ეს ნიშნავს მხარდაჭერას მაშინ, როცა სუსტდები;
ერთგულებას მაშინ, როცა გტკივა,
ერთად დგომას მაშინ, როცა პასუხები ჯერ არ არსებობს.
„მე შენთან ვარ“, – ნიშნავს:
პრობლემა ჩვენი საერთო გზაა და არა შენი პირადი ტვირთი.
ნიშნავს, რომ სიყვარული პირობითი არ არის და არ ქრება სირთულეების დროს.
ნიშნავს, რომ
ოჯახი არის ადგილი, სადაც დაცულად ხარ – შეცდომებითაც, შიშებითაც და ტკივილითაც.
ასეთ ოჯახში ადამიანები არ იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ –
ისინი იბრძვიან ერთად, პრობლემის წინააღმდეგ.
და სწორედ ეს ძალა აიოლებს ყველაზე მძიმე გზასაც კი…
შიშს აქცევს გამბედაობად, ხოლო სირთულეს – დასაძლევ გამოცდილებად.
როცა ადამიანმა იცის, რომ მარტო არ არის,
პრობლემა უკვე ნახევრად მოგვარებულია.
ერთად დგომა აძლიერებს, ამშვიდებს და აძლევს რწმენას,
რომ ნებისმიერი ქარიშხალი გადაივლის…
სწორედ ამ ერთიანობაში იბადება ნამდვილი ოჯახი –
არა იდეალური, არა უშეცდომო,
მაგრამ გულწრფელი და სიყვარულით ძლიერი.
ნეინეი
