fbpx

შვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუდამ იმის შეგრძნება, რომ …

ავტორი ჟოლო
628 ნახვა
0 კომენტარი
3

შვილი არ ითხოვს სამყაროს წიაღიდან მის გაჩენას!!! შვილის ყოლა არის მშობლების სუფთა წყლის ეგოისტური აქტი და ეს არის სავსებით ოკ.

მაგრამ შვილი რომ უკვე ჩნდება, ის არის მესამე, დამოუკიდებელი, ავტონომიური პიროვნება და არავითარ შემთხვევაში მშობლების საკუთრება, მათი არ თუ ვერ რეალიზებული სურვილების და ოცნებების ახდენის ვალდებული, ამის გარანტი!

ეს არის შვილის ინსტრუმენტალიზება, პრივატიზაცია, მისი დათრგუნვა, მისი დაავადება და არა შვილის უპირობო სიყვარული, რაც მშობლების უპირველესი, ასევე უპირობო მოვალეობაა!!!

შვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუდამ იმის შეგრძნება, რომ არის ადგილი (აუცილებლად გეოგრაფიული არა), სადაც ის ყოველთვის ისეთი უყვართ, როგორიც ის არის, ანუ უპირობოდ.

ეს შეიძლება სხვა ადამიანებისთვის თქვენი შვილის გარემოში ნებაყოფლობითი, არჩევითი იყოს. თქვენ კი, როგორც მშობელს, ამ უპირობო სიყვარულის და ზურგის გამაგრების 100% ვალდებულება გაქვთ! ეს ვალდებულება შვილის ყოლის უფლების მედლის მეორე მხარეა.

ძალიან გთხოვთ, მოისმინეთ და პატივი ეცით თქვენი შვილების ინდივიდუალობას! იამაყეთ, რომ ისინი ყველაფერში ბრმად არ არიან თქვენი აზრის, რომ არიან განსხვავებული შეხედულებების, მსოფლმხედველობის, გემოვნების, მგრძნობელობის, ჰორიზონტის, სიყვარულის … და საკუთარი გზის გავლა სურთ, რომ იყვნენ ის, რაც და ვინც მათ უნდათ და არა მშობლების არაფრისმთქმელი, შავთეთრი, უსიცოცხლო და უბედური ასლები.

დარწმუნებული ვარ, ყველას ერთი გვინდა: ბედნიერი, თვითრეალიზებული, მრავალცხვირგატეხილი და თვითნაპოვნი, თვითმყოფადი, ბედნიერი შვილები, მომავალი თაობა, იმედი, წინსვლა…

0 კომენტარი
3

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი