fbpx

მოეფერეთ შვილებს დედებო

ავტორი ჟოლო
771 ნახვა
0 კომენტარი
7

ერთხელ, მთელ სამყაროზე გავბრაზდი და მთელი ხმით ამეტირა. პატარა ბავშვივით ვზლუქუნებდი, ვბღაოდი… გული ლამის ამომივარდა ტირილისგან და უცებ გამახსენდა, – პატარა, როგორ ვუმატებდი ხმას, რომ დედა მოსულიყო და გულში ჩავეკარი. დედა არ მოდიოდა… გავაბრაზე… რაღაც ჩემი მორიგი ბავშვური სიცელქის გამო დასჯილი ვიყავი, კუთხეში ვიდექი და ბოლომდე უნდა დავსჯილიყავი. ეს „ბოლომდე“ რამდენი ხანი გრძელდებოდა ახლა არ მახსოვს… მახსოვს, რომ მაშინ უსასრულოდ მეჩვენებოდა ეს დრო… და ერთხელაც, როცა თითქმის ოთხი ათეული წლის შემდეგ მთელ სამყაროს გავუბრაზდი და მთელი ხმით ავტირდი, ისევ ის შეგრძნება წამოვიდა, – დაუცველობის, ტკივილის, შიშის, სიყვარულის ნაკლებობის… შეგრძნება, რომელიც მაშინ კუთხეში მდგომს უნებურად ჩამისახლდა თურმე და ამდენი წელი ვატარე…

მოეფერეთ შვილებს დედებო, გულში ჩაიკარით და ხშირად უმეორეთ, რომ უზომოდ გიყვართ.

მე დეა

0 კომენტარი
7

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი