fbpx

ეიმუნტას ნეკროშიუსის „შიმშილის არტისტი“ თბილისში

ავტორი ჟოლო
22 ნახვა

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დამსახურებით თეატრი სახელოსნო 42-ის სცენაზე ეიმუნტას ნეკროშიუსის „შიმშილის არტისტი“ გათამაშდა.

წლების წინ ფესტივალზე ჯერ “ოტელო” წარვადგინეთ, მერე “ფაუსტი” და ბოლოს მისი სპექტაკლი “ჰამლეტი”. ყველა ეს სპექტაკლი დიდი მოვლენა იყო და ფესტივალისათვის – პროგრამის ყველაზე ნათელი, ძლიერი და მნიშვნელოვანი ნაწილი, – ამბობენ თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები.


წელს კი მენო ფორტასში დადგმული მისი ბოლოს სპექტაკლი “შიმშილის არტისტი” იხილა მაყურებელმა. სპექტაკლთან ერთად გაიმართა ფოტოგრაფ დიმიტრი მატვეევის საინტერესო გამოფენა “ნეკროშიუსის თეატრი: ფარდის ორივე მხარე”.

ეს არის ერთგვარად ჩვენი დამშვიდობება უდიდეს რეჟისორთან და მის თეატრთან, ჩვენი პატივისცემა მის შემოქმედებას და იმ განსაკუთრებულ სამყაროს, რომელსაც იგი ქმნიდა.

შიმშილის არტისტი ნეკროშიუსის ბოლო სპექტაკლია, რომელიც რეჟისორმა კაფკას ტექსტის მიხედვით შექმნა. ტექსტში საკმაოდ ბევრია  იმპროვიზაცია;  სავსეა ირონიით, და როგორც ამბობენ უამრავი დეტალი  მაესტროს ცხოვრებასაც უკავშირდება…

თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. 15 წლის განმავლობაში ფესტივალმა 200-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: იტალია, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა.

ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არის: რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, ალვის ჰერმანესი, ჯონ მალკოვი, ლუკაშ ტვარკოვსკი, ნინო ხარატიშვილი, რობერტ ვილსონი.




ფოტოების ავტორი: გია გოგიტიშვილ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment