fbpx

გრიგოლ რობაქიძე რუსეთზე

ავტორი ჟოლო
62 ნახვა

“ზოგმა დამპყრობელმა ქუდი დაგვიტოვა თავისი, ზოგმა ტანსაცმელი, ზოგმა ცბიერება, ზოგმა თვალთმაქცობა, ზოგმა უზნეობა, ზოგმა ენა შეგვირყვნა და ზოგმა რჯული, მაგრამ იმდენი ზარალი – ზნეობრივ-გონებრივი ზარალი, არავის მოუყენებია, როგორიც მოგვაყენა რუსეთმა.

სხვა მტერი რომ შემოვიდოდა ხოლმე საქართველოში, მიანგრ-მოანგრევდა, ააწიოკებდა მას და კვლავ გარბოდა. საქართელო რჩებოდა ისევ თვითარსად, თვითმმართველად, თავის თავის განმგებლად და ავად თუ კარგად, თვითვე უვლიდა თავის შინაურსა და გარეშე საქმეებს.

რუსები კი, მოვიდნენ თუ არა საქართველოში, მაშინვე სწვდნენ ქართველ ერს სულის სიღრმეში და მოინდომეს მისი გადაგვარება, მისი თავისებურობის მოსპობა. მათ თანდათანობით მოსპეს ჩვენი ეროვნული სკოლა, სამართალი, შემოიტანეს თავისი კანონები, სატუსაღოები, სკოლები, ყაზარმები…

მონღოლურ-სლავური ვერაგობით იქამდე გაგვიხადეს საქმე, დღესაც კი – რუსეთის დანგრევის შემდეგაც კი, არამცთუ ძველი თაობა, არამედ ახალი თაობაც კი, ჯერაც გონს ვერ მოსულა და ისევ რუსულად აზროვნებს, მღერის, ჟღმურტულებს. მარტო ბრმა და ყრუ ან ჯიუტი და მოღალატე ქარველი – მახარაძე-ორჯონიკიძის ტიპისა თუ ვერ დაინახავს იმ უფსკრულს, რომელსაც უმზადებს ქართველ ერს დღევანდელი რუსეთი.”

გრიგოლ რობაქიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment