fbpx

უამრავი მარცხის მერე გახდა მილიარდერი – ჯეკ მას გამარჯვება

ავტორი დეა თავბერიძე
1 ნახვა

“დანებება ყველაზე დიდი მარცხია” – ეს იმ ადამიანის სიტყვები გახლავთ რომელმაც ბევრჯერ განიცადა უარით მიყენებული ტკივილი, მაგრამ მიუხედავად ამისა არაერთხელ შეეჭიდა უიღბლობას და ბოლოს დაამტკიცა კიდეც რომ გამარჯვება მის სურვილსა და რწმენაზე იყო დამოკიდებული. რომ საკუთარ იღბალს სწორედ ამ რწმენით ჰქმნიდა, ეს ჯეკ მა გახლავთ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონება დაახლოებით 27.5 მილიარდი აშშ დოლარია.

ჰოდა, თუ ახლა რაღაც ახალს იწყებ, ნუ შეშინდები, უბრალოდ დაიწყე… ნურც ის შეგაშინებს, თუ მანამდე ბევრი უარი მიიღე, ნურც ის თუ გეჩვენება, რომ “არაფერი გამოდის” — არ გაჩერდე! დღეს კიდევ ერთი, თუნდაც ძალიან პატარა ნაბიჯი გადადგი შენი მიზნისკენ….

რადგან ის, რასაც შენ წარუმატებლობას ეძახი უბრალოდ პროცესის ნაწილია. ერთადერთი ნამდვილი მარცხი — მცდელობის შეწყვეტაა.

ამიტომ ი მ ო ქ მ ე დ ე!

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ

დაწყებითი სკოლის გამოცდა 2-ჯერ ვერ ჩააბარა,

3-ჯერ ჩაიჭრა კოლეჯის მისაღებ გამოცდებზე,

განაცხადი შეიტანა 30 სხვადასხვა სამუშაოზე და ყველაგან უარი მიიღო.  „როდესაც ჩინეთში KFC შემოვიდა, სამსახურის საძებნელად 24 ადამიანი მივიდა. მათგან 23 აიყვანეს. მხოლოდ მე მითხრეს უარი“, – იხსენებდა მილიარდერი მოგვიანებით.

10-ჯერ სცადა ჰარვარდში ჩაბარება და ათივეჯერ მარცხი განიცადა.

ბევრს ასეთი სერიული წარუმატებლობა ხელს ჩააქნევინებდა და იტყოდა, – “უიღბლო ვარ, ბედი არ მაქვს” 🙂

მაგრამ ჯეკი არ დანებდა. მას სჯეროდა საკუთარი თავის, სჯეროდა საკუთარი იდეის, მაშინ როცა ბევრს ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა. 90-იან წლებში ჩინეთში თითქმის არავის ესმოდა — ინტერნეტი და ელექტრონული კომერცია. მან კი 1999 წელს, თავის პატარა ბინაში 17 მეგობარი შემოიკრიბა და მათთან ერთად Alibaba დააფუძნა.

დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანია, ხოლო მისი კომპანია მილიარდობით დოლარად არის შეფასებული.

მან ერთხელ თქვა:

“დღეს დღე მძიმეა, ხვალ უფრო უარესი იქნება, მაგრამ ზეგ მზე გამოანათებს.

თუ არ დანებდები, შანსი გაქვს. დანებება ყველაზე დიდი მარცხია.“

დეას სამყარო

მსგავსი სტატიები

Leave a Comment