დეა თავბერიძე
სამოტივაციო ინტერნეტჟურნალ Jolo.ge - ს დამფუძნებელი
მოგესალმებით,
მე ვარ დეა თავბერიძე (ნეინეი), სამოტივაციო ინტერნეტჟურნალ Jolo.ge – ს დამფუძნებელი.
ჩემი მიზანია, დავეხმარო ადამიანებს, გახდნენ ბევრად უფრო მოტივირებულები და ბედნიერები, ვიდრე არიან. სწორედ ამისთვის შეიქმნა “ჟოლო” იმ სახით, რა სახითაც ახლაა.
Jolo.ge ემსახურება საზოგადოებაში პოზიტივის გავრცელებას და მკითხველს წარმატების გზის პოვნაში ეხმარება.
მიზნის მისაღწევად გადავწყვიტე, შემომეკრიბა პროფესიონალი ფსიქოლოგები, ქოუჩები, წარმატების ექსპერტები და თქვენთვის ასე გამეზიარებინა ის ცოდნა და სამყაროს კანონები, რომლებიც აუცილებელია მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის.
jolo-ge მომხმარებელს აძლევს პიროვნული განვითარების შანსს, საინტერესო სტატიების, რეკომენდაციების, ინტერვიუების და ასევე სასარგებლო ტრენინგების საშუალებით. ამიტომაც, ვისაც პირადი თუ პროფესიული ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სჭირდება jolo.ge-ს დახმარებით ამას აუცილებლად შეძლებს. აქ ყველა საჭირო ინსტრუმენტია იმის მისაღებად რაც გულით გინდათ.
მთავარია, თქვენს ყოველდღიურობაში გამოიყენოთ და დანერგოთ ის რჩევები და რეკომენდაციები, რასაც ჟურნალში ამოიკითხავთ და „ჟოლოს“ აუდიო თუ ვიდეოჩანაწერებში მოისმენთ.
Jolo.ge – ს მიზანია, ხელი შეუწყოს საინტერესო ადამიანების პოპულარიზაციას, აღმოაჩინოს ახალი სახეები, გააცნოს მკითხველს მათი წარმატების ისტორიები და ამით ბევრად უფრო მოტივირებული გახადოს როგორც მკითხველები, ისე რესპონდენტები.
მთავარია, მოვინდომოთ, ვიმოქმედოთ, არ გავჩერდეთ, სიყვარულით ვაკეთოთ, ყოველი წუთით ტკბობა და მადლიერება ვისწავლოთ და სასურველს აუცილებლად მივიღებთ…
სიყვარულითა და მადლიერებით
დეა თავბერიძე (ნეინეი)