სოფო ფოცხვერაშვილის სახელი და მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, დიდი ხანია გასცდა საზღვრებს. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაური ქართველი ემიგრანტი პოეტი, თავისივე საბავშვო ლექსების კრებულით უამრავ პატარას უთბობს გულს და ცხოვრებას ულამაზებს. ამჯერად სოფო სტამბოლში მცხოვრებ პატარებს ეწვია.
გიორგი ირემაძე: გვიხარია, რომ სტამბოლელმა პატარა ქართველებმა გაიხარეს, მოისმინეს ლამაზი ქართული ლექსები და საჩუქრად მიიღეს მშვენიერი წიგნი. ღონისძიება მოამზადეს ქართული კულტურის ცენტრმა, ჯოზია ირემაძემ და სხვებმა.კიდევ დავგეგმავთ ამ სახის შეხვედრებს ერთად ძველი და ახალი დიასპორის წარმომადგენლები.
მარინა ხუჭუა: დღეს, გავიცანი ქალბატონი სოფო ფოცხვერაშვილი, პოეტი ქალბატონი, რომელიც ემიგრანტია შვეიცარიაში….. ძალიან ენატრება სამშობლო და მარტო მონატრებით არ კმაყოფილდება.
ის სტუმრობს ემიგტანტ ქართველ პატარებს სხვადასხვა ქვეყანაში, ჩუქნის მათ ლამაზ საღამოს თავისი ლექსებით და ამ ლექსებზე შექმნილი საბავშვო სიმღერებით…… და კიდევ საკუთარ წიგნებს ავტოგრაფით.
ამჟამად ქალბატონი სოფო სტამბულელ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ეწვია. არასოდეს დამავიწყება ერთი ქართველი გოგონას/მაპატიოს სახელი არ ვიცი /ცრემლების ყლაპვით წაკითხული ლექსი..
ძნელია ემიგრანტობა, მაგრამ როცა ასეთ კეთილ საქმე აკეთებ ტკივილი გიმსუბუქდება.
გმადლობ ქალბატონო სოფო.
გმადლობ მეგობრებო.
გადადით ლინკზე 👇👇
ვინ არის ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ პატარებს ასაჩუქრებს?