ვარჯიშების დროს ჯანმრთელობის ამ ჯადოსნურ აფირმაციებზე ვსაუბრობთ ხოლმე რომელსაც ხშირად ვახსენებ ჩვენს პრაქტიკებზე მოსიარულეებს. მივმართავთ ორგანოებს, ძვლებს, სისხლძარღვებს, ლიმფებსა და ნერვულ სისტემას, კანს, თმებს,სახეს და ა.შ. ვაძლევთ მათ კონკრეტული დროის ვადას გამოსაჯანმრთელებლად და ნორმალური მოქმედების აღსადგენად:
“ჩემო შიდა ორგანოებო: ძალიან მიყვარხართ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, განიწმინდეთ, გასუფთავდით, განათდით და გაკაშკაშდით,აივსეთ იისფერი გამაჯანსაღებელი ენერგიით და აღადგინეთ ნორმალური მუშაობა”..!!!
მეორე ვარიანტი, შედარებით მოკლე ვერსია:
“ჩემო შიდა ორგანოებო: განათდით და გაკაშკაშდით, აივსეთ იისფერი გამაჯანსაღებელი ენერგიით და აღადგინეთ ნორმალური მუშაობა”..!!!
აფირმაციის ბოლოს ვამატებთ კიდევ ერთ წინადადებას კონკრეტული დროის ვადის მიცემით, რომელსაც ვაძლევთ იმ დისკომფორტისა თუ ავადმყოფობის, ტკივილისგან გასანთავისუფლებლად, მაგალითად: ერთ საათში დამიამდა ესა და ეს, ერთ დღეში გამიუმჯობესდა, მომირჩა ესა და ეს ორგანო , დამირეგულირდა წნევა , ტემპერატურა და ა.შ. კონკრეტული ვარიანტის მიხედვით. ეს ვარიანტები შედის გამაჯანსაღებელ მთლიან კომპლექსშიც და ცალკეც შეიძლება შესრულება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით სპორტითა და გარკვეული ფიზიკური აქტივობებით დაკავებული ადამიანებისთვის.
ეს აფირმაციები განსაკუთრებით ეფექტურია პოლარული ვარსკვლავის იისფერი ენერგიის პრაქტიკების პროცესში, ამ დროს კოსმიური ენერგიის სტრუქტრურა შედის ადამიანის ბიოენერგეტიკულ სტრუქტურაში და მთლიანობაში აჯანსაღებს მას. გამოიყენება როგორც მომენტალური დისკომფორტისას, ასევე ქრონიკული და გრძელვადიანი დაავადებებისას !!
მამუკა მანგოშვილი
უფრო მეტის გასაგებად ეწვიეთ გვერდს ფსიქოენერგეტიკული ვარჯიშები – მამუკა მანგოშვილი