დღეს გრიბოედოვის ქუჩას მივუყვებოდი და უეცრად სამხატვრო აკადემიის სივრცეში აღმოვაჩინე წარწერა, – ჩაის სახლი • Tea House
ჩაის სახლს თბილისში რამდენიმე ფილიალი აქვს და მეც ხშირად ვსტუმრობ ხოლმე, მაგრამ აქ ნამდვილად არ ველოდი. ამიტომ ბევრი არ მიფიქრია… ფეხი შევდგი თუ არა ერთფეროვანი განწყობა გაქრა და განსაკუთრებული ემოციით ავივსე. სასიამოვნო ატმოსფერო ვიგრძენი და სიძველისა და არომატული ჩაის სურნელი ჩავისუნთქე. 🌷
ადგილს ფანჯარასთან ვირჩევ…
☀️ ჩაი მარწყვის ნაღებით, ჟასმინის ბაღი, პალმების სანაპირო, – ცივი ჩაის გემოებია მენიუდან, რომელიც ცხელ დღეებს სასიამოვნოდ აგრილებს.
უგემრიელესი ბლინების მოლოდინში კი კეთილგანწყობილი პერსონალი მეხმარება დადებითთან ერთად სამუშაო განწყობაც შევიქმნა… სასიამოვნო მუსიკის ფონზე, ჩემს წიგნზე ვაგრძელებ მუშაობას (რომლის გამოცემას სექტემბერში ვგეგმავ) 🌸
თუ სამხატვრო აკადემიის ჩაის სახლში მოხვდებით გირჩევთ ზაფხულის ნამდვილი თავგადასავალი შეიგრძნოთ, “ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდეთ” ამისათვის საკმარისია შეუკვეთოთ იტალიური ყინულის დესერტი გრანიტა, რომელიც განსაკუთრებულია გრილ გემოებს შორის🏖️და თქვენს ემოციებს დაუკავშირდება არომატების საშუალებით.
🪭მიღებული ემოციებით მოგინდებათ ლამაზ მოგონებებს შეეგებოთ, ამიტომ არ გამოგრჩეთ დააგმოვნოთ ვანილის სურნელოვანი ბლინი კენკრითა და შოკოლადით, თითებს ჩაიკვნეტთ და ბედნიერების სამყაროში გაჩნდებით💃🏾
მსუბუქი ნიავი, მუსიკა, საყვარელი გემოები, სასიამოვნო მოგონებებია, რომელსაც მე ყოველთვის ვაგროვებ ჩაის სახლში , დღიურში ვწერ ჩემს ემოციებს და შემდეგ სოციალურ სივრცეში ვუზიარებ გამომწერებს. შეგიძლიათ ჩაის სახლში თქვენც შეუკვეთოთ თქვენი ემოციები🌹🌹
აუცილებლად ესტუმრეთ და შთაბეჭდილებები თან გაიყოლეთ🎉
🌹🌷 ჩაის სახლი სამხატვრო აკადემიაში
თბილისის სამხატვრო აკადემია, ა. გრიბოედოვის 22
ავტორი: დადუნა ნადარაია