fbpx

სერვერული ინფრასტრუქტურის აწყობა: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

ავტორი ჟოლო
10 ნახვა

სერვერული ინფრასტრუქტურა სერვერების, ქსელური მოწყობილობების, სთორიჯის სისტემებისა და მართვის ინსტრუმენტების ერთობლივი ჩარჩოა, რომლებიც ორგანიზაციებში IT სერვისების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. სწორად დაგეგმილი სერვერული ინფრასტრუქტურა ნიშნავს მონაცემების უსაფრთხოებას, სისტემის უწყვეტ მუშაობასა და ბიზნეს პროცესების გამართულობას.

სერვერი, თავის მხრივ, კომპიუტერული სისტემაა, რომელიც შექმნილია რესურსების, მონაცემებისა და პროგრამების გაზიარებისთვის, როგორც ლოკალურად, ისე ქსელის საშუალებით. 

დღეს, როდესაც კომპანიები სულ უფრო მეტად ციფრულ სივრცეზე არიან დამოკიდებულნი, სერვერის აპარატული უზრუნველყოფა და სთორიჯების შერჩევა გადამწყვეტ როლს ასრულებს ეფექტურობაში.

სერვერების შერჩევა და კომპლექტაცია

სერვერის შერჩევისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი ტიპი და კომპონენტები. ბაზარზე სხვადასხვა სერვერებს შეხვდებით, მათ შორის არჩევანი კი დამოკიდებულია კომპანიის ზომასა და საჭიროებებზე.

განვიხილოთ სერვერის ტიპები :

ფიზიკური სერვერები (On-premises) — ეს სერვერები განთავსებულია თქვენს საოფისე სივრცეებში ან მონაცემთა ცენტრში, მათ თქვენ მართავთ: თავად წყვეტთ, თუ ვის აქვს მონაცემებზე წვდომა,  როგორ მუშაობს სისტემა ან როგორ უნდა განახლდეს. ამ მოდელს ხშირად ისეთი ორგანიზაციები ირჩევენ, რომლებსაც მაღალი დონის უსაფრთხოება ან სპეციალური შესაბამისობა სჭირდება, მაგალითად, საბანკო ან ჯანდაცვის სფეროებში.

ამისთვის დაგჭირდებათ სერვერული ოთახი (Data Room/Data Center), რადგან მუდმივად უნდა იყოს:

  • დაცული, არასანქცირებული წვდომისგან, კამერებით, ბიომეტრიული ბარათებით და სხვა უსაფრთხოების ზომებით.
  • გაგრილებული, უნდა უზრუნველყოთ კონდიცირება ან გქონდეთ აქტიური გაგრილების სისტემა, რათა თავიდან აიცილოთ გადახურება.
  • სტაბილურად შეერთებული ელექტროენერგიასა და ქსელთან, მოულოდნელი გათიშვისგან დასაცავად საჭიროა უწყვეტი კვების წყარო (UPS) და ალტერნატიული ენერგიის წყარო.
  • ღრუბლოვანი სერვერები (Cloud-based)  თუკი სერვერული ოთახის მოწყობა არ გსურთ, ღრუბლოვანი  ინფრასტრუქტურა უკეთესი გამოსავალია. ამ შემთხვევაში სერვერის რესურსები იმართება ისეთი პროვაიდერების დახმარებით, როგორიცაა Amazon Web Services (AWS), Microsoft Azure და Google Cloud. ეს მოდელი საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ საჭირო რესურსები თქვენი  მოთხოვნის მიხედვით და თავიდან აიცილოთ ფიზიკური აპარატურის მართვა. ამასთან, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა გაცილებით ხარჯთეფექტურია.

უნდა გაითვალისწინოთ:

  • ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა დამოკიდებულება ინტერნეტკავშირზე;
  • სჭირდება მესამე მხარის პროვაიდერებისგან მომსახურების მუდმივი მხარდაჭერის საჭიროება.
  • ჰიბრიდული ინფრასტრუქტურა – თუკი დაბალანსებულ მიდგომას ეძებთ, სადაც მოქნილობაც და კონტროლი თქვენს პრიორიტეტშია, მაშინ ჰიბრიდული მოდელი უნდა აირჩიოთ. იგი აერთიანებს ფიზიკურ და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას, ამ დროს კრიტიკული მონაცემებს ინახავთ ლოკალურად, ხოლო ღრუბელს იყენებთ მოქნილობისთვის.

სერვერის სწორად შერჩევა გადაწყვეტს, რამდენად სტაბილურად და უსაფრთხოდ გაუმკლავდება იგი სამუშაოს. ამიტომ განვიხილოთ რა კრიტიკული კომპონენტები უნდა გავითვალისწინოთ სერვერის შერჩევისას:

  • პროცესორი (CPU) – Intel ან AMD
    პროცესორი არის სერვერის ბირთვი. ის ასრულებს ყველა გამოთვლით ოპერაციას. რაც უფრო მეტი ბირთვი და ნაკადი აქვს, მით უფრო სწრაფად იმუშავებს სერვერი. მაგალითად: მაღალი დატვირთვის ვებსაიტებისთვის ან მონაცემთა ბაზებისთვის უკეთესია მრავალბირთვიანი Intel Xeon ან AMD EPYC.
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM)
    RAM აუცილებელია სერვერისთვის, რათა სხვადასხვა პროგრამის სწრაფი დამუშავება შეძლოთ. მაგალითად: თუ სერვერზე მუშაობს ბევრი მომხმარებელი ან გადატვირთული პროგრამები, მეტი RAM დაგვჭირდება (32GB, 64GB ან მეტი).
  • მეხსიერების დისკები – SSD ან HDD
    SSD-ები ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციული HDD-ები. სერვერის ჩასატვირთად და მონაცემების სწრაფად წასაკითხად რეკომენდებულია SSD.
    HDD შეიძლება გამოიყენოთ როგორც არქივისთვის, ან როგორც ბექაპისთვის, რადგან მეტი მოცულობა აქვს და უფრო ხარჯთეფექტურია.
  • გაგრილების სისტემა
    სერვერები მუშაობისას დიდ სიცხეს გამოყოფენ. სპეციალური გაგრილების სისტემები (მაგ. ვენტილატორები, ჰაერის ცირკულაცია ან თუნდაც ლიკვიდური გაგრილება) იცავს გადახურებისგან და აუმჯობესებს კომპონენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას.
  • ქსელური კავშირები (Network Interface)
    სერვერს სჭირდება სწრაფი და სტაბილური ინტერნეტკავშირი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასზე წვდომა ექნებათ სხვებსაც. რეკომენდებულია, მინიმუმ, 1Gbps Ethernet პორტები უსაფრთხოებისთვის გამოიყენება Firewall-ები და VPN-ები.

საქართველოში სერვერული ინფრასტრუქტურისთვის ხელმისაწვდომია ისეთი ბრენდები, როგორიცაა Dell, HP, Lenovo, Supermicro, რომლებიც გვთავაზობენ გამძლე და უსაფრთხო ფიზიკურ სერვერებს თუ სერვერულ კომპონენტებს.

სთორიჯების შერჩევა

სთორიჯის სისტემები განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და უსაფრთხოდ შეინახება და დამუშავდება თქვენი მონაცემები. განვიხილოთ სთორიჯის სამი ძირითადი ტიპი:

  1. DAS (Direct-Attached Storage) – უშუალოდ სერვერზე მიერთებული სთორიჯია, მაგალითად, გარე დისკი ან შიდა HDD, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი მონაცემთა ბაზებისთვის. DAS იდეალურია მცირე ბიზნესებისა და ინდივიდუალური სერვერებისთვის, ეკუთვნის  კონკრეტულ მოწყობილობას.
  2. NAS სისტემები (Network-Attached Storage) –   ქსელზე მიერთებული მოწყობილობაა, რომელზეც რამდენიმე მომხმარებელს შეუძლია წვდომა. მაგალითად, ოფისში შეიძლება იყოს ერთი NAS და ყველა თანამშრომელი იყენებდეს ფაილების გასაზიარებლად. NAS საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან გვთავაზობს მონაცემების ცენტრალიზებულ მართვასა და სარეზერვო ასლების შექმნას.
  3. SAN სისტემები (Storage Area Network) – დიდი საწარმოებისთვისაა და გამოიყენება მონაცემთა ცენტრებში. იგი არის რთული ქსელური ინფრასტრუქტურა, რომელიც მაღალი სიჩქარის კავშირს და მონაცემების სწრაფად დამუშავებას უზრუნველყოფს.

SSD vs HDD: რომელია უკეთესი?

SSD

  • სწრაფი და მდგრადია.
  • ენერგოეფექტურია.
  • მონაცემებზე სწრაფ წვდომას გვთავაზობს.

HDD

  • აქვს მეტი მოცულობა და შედარებით იაფია.
  • იდეალურია მასალების დასაარქივებლად.

კრიტიკული მნიშვნელობისაა მონაცემთა დაცვა, რადგან მონაცემების დაკარგვამ შეიძლება სრულიად დააზიანოს ბიზნეს საქმიანობა. განვიხილოთ, რა ტექნოლოგიებით შეიძლება დავიცვათ ჩვენი ბაზები:

  • RAID ტექნოლოგიით –
    RAID (Redundant Array of Independent Disks) აერთიანებს რამდენიმე დისკს: მაგალითად, RAID 1 აკეთებს ზუსტ ასლს ორ დისკზე — თუ ერთი გაფუჭდა, მეორე აგრძელებს მუშაობას. RAID 5 და RAID 10 უფრო სწრაფი და დაცული ვერსიებია დიდი სისტემებისთვის.
  • Cloud Backup-თა და შიფრაციით –
    მონაცემების სარეზერვო ასლი ინახება ღრუბელშიც (მაგ. Google Cloud, AWS, Backblaze).
    შიფრაცია (დაშიფვრა) იცავს ამ მონაცემებს, რომ მესამე პირებმა ვერ წაიკითხონ, თუნდაც, ქლაუდზე წვდომა არასანქცირებულმა პირმა მოიპოვოს.
  • ფიზიკური დაცვით მონაცემთა ცენტრში და განახლებული ტექნოლოგიების გამოყენებით.

სერვერული პროგრამული გადაწყვეტილებები

სერვერის პროგრამული უზრუნველყოფა ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორიც აპარატურა. სერვერული ინფრასტრუქტურა მხოლოდ სწორად შერჩეულ პროგრამულ ბაზაზე მუშაობს ეფექტურად.

ძირითადი ოპერაციული სისტემებია:

  • Windows Server
    Microsoft-ის კომერციული სისტემა, რომელსაც იყენებენ მაშინ, როცა საჭიროა Active Directory, Microsoft SQL Server ან სხვა Windows პროგრამები.
  • Linux დისტრიბუტივები (Ubuntu, CentOS, Debian)
    ღია კოდის, სწრაფი და სტაბილური სისტემებია. ხშირად უფასოა.
    მაგალითად: Ubuntu Server ; CentOS / Rocky Linux; Debian

ვირტუალიზაციის საფუძვლები და მათი უპირატესობები:

ვირტუალიზაცია საშუალებას გაძლევთ, ერთი სერვერული აპარატურა ისე გამოიყენოთ, თითქოს, რამდენიმე ცალკეული სერვერი გაქვთ. ანუ ერთ ფიზიკურ ტექნოლოგიაზე შესაძლებელია სხვადასხვა „ვირტუალური“ სერვერის შექმნა, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს.

ამ გზით, შესაძლებელია ხარჯების შემცირება, უფრო მოქნილია და ინფრასტრუქტურის მართვაც მნიშვნელოვნად მარტივდება. 

ვიზუალიზაციის ყველაზე პოპულარული პლატფორმებია: Vmware (ძლიერი პლატფორმა დიდი ორგანიზაციებისთვის, კომერციული დანიშნულებით); Hyper-V; Proxmox (უფასო, ღია კოდის სისტემა, განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის).

სერვერის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და სისტემის მართვა:

  •  Zabbix, Nagios – მონიტორინგის სისტემაა, რომელიც ამოწმებს სერვერის მდგომარეობას: დატვირთვას, ტემპერატურას, ხელმისაწვდომობას და სხვა. თუკი სადმე პრობლემა აღმოჩნდება, შეტყობინების სახით გაფრთხილებას მიიღებთ.
  •  Puppet, Ansible – ავტომატიზაციის სისტემაა, რომელიც გეხმარებათ, ერთდროულად, ათასობით სერვერზე ავტომატურად განაახლოთ პროგრამები, დააყენოთ სერვისები ან შეცვალოთ კონფიგურაციები.  Ansible – უფრო მარტივია, Puppet კი უფრო მოქნილი დიდი ინფრასტრუქტურისთვის.

IT პარტნიორის შერჩევა საქართველოში

სანდო IT პროვაიდერი = სტაბილური IT ინფრასტრუქტურა ბიზნესისთვის ;

ამ მხრივ, Itcraft გთავაზობთ შემდეგ უპირატესობებს:

  • პროფესიონალური გუნდი
  • სერვერის აპარატურული უზრუნველყოფის გამოცდილება
  • მონაცემთა ცენტრი საქართველოში = სისწრაფე.
  • SLA – მომსახურების დონის გარანტია.

ეჭვი აღარავის ეპარება, რომ სერვერული ინფრასტრუქტურის სწორად აწყობა ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯია. დაგეგმეთ თქვენი ინფრასტრუქტურა გამოცდილ პარტნიორთან ერთად და მიიღეთ მაქსიმალური შედეგი მონაცემთა დაცვაში, სისტემის სტაბილურობასა და ეფექტურობაში.

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ უფასო კონსულტაცია!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment