სულაც არ მსურს ისევ 20 წლის ვიყო. ახლა გაცილებით ბედნიერი ვარ, ვიდრე მაშინ ვიყავი. ამ ასაკში ხომ ჯერ კიდევ საკუთარი თავის შეცნობის პროცესში ვართ, ვცდილობთ გავარკვიოთ, ვინ გვსურს ვიყოთ, ვიტანჯებით თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო. ახლა ზუსტად ვიცი რაც მინდა და რის გარეშე შევძლებ განვაგრძო ცხოვრება.
სილამაზე მართლაც ძალაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა მისი გამოყენება შეგიძლია. ეს იგივეა, რომ გყავდეს ფერარი : თუ მისი ტარება არ შეგიძლია, არაფერში გარგია.
ხალხი ადამიანს აპატიებს ჭკუას, ნიჭსაც კი, მაგრამ სილამაზეს – არასოდეს.
სილამაზე ცოცხალი და საინტერესოა, როცა სამოსითაა დაფარული.
ქალისთვის სილამაზე პრობლემას მხოლოდ ორ შემთხვევაში წარმოადგენს: როცა ის არ აქვს და როცა არაფერი აქვს სილამაზის გარდა.
რაც არ უნდა ძლიერი იყოს ქალი, ის თავისზე ძლიერ მამაკაცს ელოდება. და არა იმისთვის, რომ თავისუფლება შეუზღუდოს, არამედ მისცეს უფლება, რომ სუსტი იყოს.
ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს არასდროს წავა, მაგრამ დადგება დღე და ის წავა ისე, რომ თითქოს საერთოდაც არ ჰყვარებია.
ადამიანის ცოდნა მნიშვნელოვნად გაიზარდა ტექნოლოგიების სფეროში – მაგრამ არა გრძნობების სფეროში.
სიყვარული ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ერთმანეთის პატივისცემა და თავისუფლება. სურვილი, რომ დაეუფლო სხვებს, როგორც ნივთს, აბსურდულია.
მე გამხდარი არასდროს ვიქნები. ბუნებით საკმაოდ ზარმაცი ვარ. მიყვარს ჭამა. მე ნამდვილი ვარ და არ ვაპირებ არაბუნებრივი გავხდე.
არ არის საჭირო შეიძულოთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი შურთ, რადგან ისინი აღიარებენ, რომ უკეთესი ხართ.
მონიკა ბელუჩი