თქვენი დაბადების დღე – ეს ერთადერთი დღეა წელიწადში, როცა თქვენ უფლება გაქვთ
ელოდოთ რომ ყველაფერი იქნება ოდნავ მაინც უკეთესად, ვიდრე ყოველთვის. მილოცვები
და კეთილი სურვილები, საჩუქრები და ღია ბარათები, შეიძლება საზეიმო საღამო და
რომანტიკული ვახშამი ორისთვის.
1.დღეს თქვენი დაბადების დღეა და საფოსტო ყუთის შემოწმებისას აღმოაჩინეთ მოსალოცი
ბარათი ადამიანისგან ვისგანაც ამას საერთოდ არ ელოდით. ვინ არის ეს ადამიანი?
2.თქვენ ასევე მიიღეთ უამრავი საჩუქარი ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრებისგან,
ვინ გამოგიგზავნათ ყველაზე დიდი გზავნილი?
კითხვებზე პასუხის გაცემისას დაასახელეთ თქვენს ცხოვრებაში რეალურად არსებული
ადამიანები.
გასაღები ტესტისთვის „თქვენი დაბადების დღე“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ
თქვენს მიერ გაცემული პასუხები გამოხატავენ თქვენს ჭეშმარიტ გრძნობებს იმ ადამიანების
მიმართ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არიან, გრძნობებს, რომლებზეც შეიძლება თქვენ
წარმოდგენაც კი არ გქონდეთ.
- ადამიანი, რომელმაც მოულოდნელად გამოგიგზავნათ მოსალოცი ბარათი, არის ის ვისგანაც გსურთ მიიღოთ მეტი ზრუნვა და ყურადღება.
მოკლედ ადამიანი, რომელიც ამ მოულოდნელი მოლოცვის ავტორად დაასახელეთ, არის ის
ვისაც თქვენ თაყვანს სცემთ შორიდან.
შეიძლება ეს არის ადამიანი ვისაც თქვენ კარგად არც კი იცნობთ, ვისთან მიახლოებაც კი
გერიდებათ ან იქნებ ეს არის უბრალოდ მეგობარი რომლისგანაც უკვე დიდი ხანია არანაირი
ინფორმაცია არ მიგიღიათ?
იქნებ დადგა დრო გადადგათ პირველი ნაბიჯი ჩატეხილი ხიდის აღსადგენად?
2. ზედაპირულად ყველაზე დიდი გზავნილის ასოცირებას თქვენ შეიძლება ახდენთ
გამომგზავნის მიმართ კეთილ სურვილებთან და ურთიერთობებთან…
მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანი, რომელიც დაასახელეთ, სინამდვილეში
არის ის, ვის ყურადღებასაც თქვენ აღიქვამთ, როგორც თავისთავად ბუნებრივ მოვლენას.
თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს მიმართ მის გრძნობებში.
ფრთხილად იყავით, ნუ იქნებით ზედმეტად თვითდაჯერებული. ის რაც თქვენ მიგაჩნიათ
თავდაჯერებულობად, გარედან შეიძლება მოჩანდეს როგორც ეგოიზმი.
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ