fbpx

გონების სიმშვიდე (ბუდა)

ავტორი ჟოლო
2.1K ნახვა

ერთხელ ბუდა თავის მიმდევრებთან ერთად ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქისკენ მიდიოდა. ძალიან ცხელოდა და მათი გზიდან არც ისე შორს ერთი პატარა ტბა იყო.

ბუდამ თავის ერთ–ერთ მოწაფეს სთხოვა წასულიყო და მისთვის დასალევი წყალი მოეტანა ტბიდან.

მოწაფე როდესაც ტბასთან მივიდა ასეთი სურათი დახვდა:  ადამიანები, რომლებიც ტბის გვერდით მდებარე სოფლებში ცხოვრობდნენ გამოსულიყვნენ და ტანსაცმელს რეცხავდნენ ტბაში.

ტბა საშინლად დაბინძურებული ჩანდა. მოწაფემ გადაწყვიტა, რომ ტბის წყალი დასალევად აღარ ივარგებდა და უკან დაბრუნდა.

,,წყალი ძალიან  ჭუჭყიანი იყო და დასალევად არ ივარგებდა – აუხსნა მოწაფემ ბუდას.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ ბუდამ კვლავ სთხოვა მოწაფეს წასულიყო და წყალი მოეტანა ტბიდან. მოწაფე წავიდა და ნახა, რომ ტბა სუფთა წყლით იყო სავსე და მასში არსებული მტვერი და ჭუჭყი მის ფსკერზე იყო დალექილი.

მოწაფემ აავსო ჭურჭელი წყლით და ბუდას მიუტანა.

ბუდამ შეხედა წყალს და მოწაფეს უთხრა:

ხედავ თუ რა დასჭირდა წყალს იმისათვის, რომ კვლავ სუფთა გამხდარიყო?

დრო და დაცდა.  შენი გონებაც ასეა, როდესაც იგი აღელვებული, დაბინდული და ამღვრეულია, მიეცი მას დრო, აცადე, რომ ისევ თავის ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს .  . .

მსგავსი სტატიები

Leave a Comment