fbpx

„მაილს დევისი, გავლენის 100 წელი“

ავტორი ჟოლო
1 ნახვა

წელევანდელ ვიენის ჯაზ-ფესტივალზე შესანიშნავი კონცერტების პარალელურად, ჯაზის თემაზე შექმნილი ბევრი საინტერესო გამოფენა იმართება.

2018 წლიდან მოყოლებული ფესტივალი ატარებს კონკურს საუკეთესო აფიშის დიზაინის გამოვლენის მიზნით.

სწორედ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულის ლუკრეს ანდრეას (Lucrèce Andreae) გამოფენას უმასპინძლა ვიენის წიგნის მაღაზიამ Les Bulles-მა, სადაც გამოიფინა მისი ორიგინალური ნახატები, ანაბეჭდები, კომიქსები და სხვა…

ლუკრეს ანდრეამ ანიმაციის სიყვარული გობლენისა და ლა პუდრიერის ანიმაციურ სკოლებში სწავლისას განივითარა. მისი პირველი ფილმია, „Pépé le Morse“ (პეპე ლომვეშაპი), რომელმაც 2018 წლის სეზარის პრემია საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში მოიპოვა, კინოსამყაროს აღიარება დაიმსახურა. ამჟამად ის ბავშვებისთვის სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმსა და ავტობიოგრაფიულ გრაფიკულ რომანზე მუშაობს.

რომაული თეატრიდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში, მინუს გალერეამ უმასპინძლა გამოფენას „ჯაზი მინუს IV“ – (“Jazz à Minus IV”),  სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები ჯაზის,

მუსიკოსებისა და ვიენის ქალაქის თემაზე.

“Miles Davis, 100 ans d’influence”

ვიენის თანამედროვე ხელოვნების ცენტში კი გაიმართა ფრენკ შალენდარის (Franck Chalendard) ნამუშევრების გამოფება სახელწოდებით „Jazz Volumes“.

„ჰალ დე ბუშესთვის“ ფრანკ შალენდარმა შექმნა ჯაზის ვარიაციებით შთაგონებული დიდი ფორმატის ტილოების სერია, ასევე ქანდაკებები, რომლებიც ამ ნახატების სივრცესა და მოცულობაში გაგრძელებას წარმოადგენს, რაც იწვევს ნახატის სამგანზომილებიან გაფართოებას, სივრცის კონტროლს მხატვრობის მეშვეობით კონტრაპუნქტურ ჰარმონიაში, რომელშიც ის გვთავაზობს ყველა მოქმედი ენის სუპერდამკვიდრებას: სივრცის არქიტექტურის, ფორმის, ფერისა და მუსიკის.

ერთ დღეს კი ამავე დარბაზში ექსპონატების ფონზე გაიმართა წარმოდგენა “Le Faux-Orchestre“ „მოჩვენებითი ორკესტრი“


Stracho Temelkovski

ამ სპექტაკლში ერთი მსახიობის (Santiago Moreno) მიერ რეალობისა და ილუზიის, ორეულის და ასლის თემა თამაშდება. ორი მუსიკოსი ზურგშექცევით ზის: ერთი ნამდვილია, მეორე კი ყალბი. ერთ მხარეს მუსიკოსი თავისი სიმებიანი ინსტრუმენტით, მეორე მხარეს კი პერკუსიონისტი დასარტყამ ინსტრუმენტზე. ისინი ერთმანეთს მიჰყვებიან, თავს არიდებენ და აღიზიანებენ, სანამ საბოლოოდ წრიულ ცეკვაში არ ჩაიძირებიან და შეერწყმებიან. ორიგინალსა და ასლს, რეალობასა და ილუზიას შორის ყალბი ორკესტრი უკრავს.

დანიელ პეირპლანის ფოტოებისა და ფრანსუა რობინის (Daniel Peyreplane et François Robin) ორიგინალური ნახატების გრაფიკული კომპოზიციების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა გალერეა „Test du Bailler“-ში, სახელით „Esprit et Compagnonnage“, „სული და ოსტატთა ტრადიცია“.

სულო, ისევ აქ ხარ? რა დარჩა ჯაზის გიგანტებისგან? რა დარჩა მათგან, ვინც კვალი დატოვა ამ მუდმივად ცვალებად მუსიკის მუდმივ სამყაროში?

ამ კითხვაზე ფოტოგრაფი დანიელ პეირპლანი და მხატვარი ფრანსუა რობინი გვთავაზობენ პასუხს: წარმოსახვითი საკონცერტო მოგზაურობა, რომელიც იმეორებს მარადიული ცოცხალი ჯაზის კვალს.  გამოფენა „სული და ოსტატთა ტრადიცია“ გვამოგზაურებს ცნობილ მუსიკოსებთან, ყველა მაილს დევისის თანამებრძოლებთან ერთად, ამ ორი მგზნებარე მხატვრის ნახატების მეშვეობით. კონცერტების დროს შექმნილი ფოტოებისა და ნახატების ეს შთამბეჭდავი კომპოზიციები ქმნის უცნაურ გამოსახულებებს, რომლებიც გაჟღენთილია ინტელექტით, რომელიც სულაც არ არის ხელოვნური და რომელიც ემოციების ფესვებიდან იღებს სათავეს.

SopaLoca

მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლისთავის და Jazz à Vienne ფესტივალის 45-ე გამოცემის აღსანიშნავად, ვიენის ისტორიის მუზეუმი, სენ-პიერის ეკლესია, მასპინძლობს გამოფენას „მაილს დევისი, გავლენის 100 წელი“ (“Miles Davis, 100 ans d’influence”).

ფესტივალის ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურა და ჯაზის აბსოლუტური ლეგენდა, მაილს დევისი წარმოდგენილია გამოფენით, რომელიც შექმნილია როგორც ემოციური და ინტერაქტიური მოგზაურობა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში.

გამოფენა რამდენიმე სექციად იყოფა:

მაილსი პრესაში ( Miles dans la presse) – წარმოდგენილია ისტორიული გარეკანები, იშვიათი სტატიები და მასალები ჟურნალიდან, რომლებიც ასახავს მუსიკოსის კარიერის სხვადასხვა ეტაპს.

მაილსი კომიქსებში  (Miles en BD) – სტუმრები ნახავენ ფრანგი მხატვრის, Jacques Ferrandez-ის ორიგინალურ კომიქსურ ილუსტრაციებს, რომლებიც მაილს დევისის ბიოგრაფიას ეძღვნება.

მაილსი ვინილებზე (Miles en vinyles) – წარმოდგენილია იშვიათი ვინილებისა და ჩანაწერების კოლექცია, რომელიც ასახავს როგორც თავად დევისის, ისე მის თანამოაზრე მუსიკოსების შემოქმედებას.

მაილსი ფოტოგრაფიაში (Miles en photographies)- გამოფენილია აქამდე უცნობი ფოტოები, მათ შორის INA-ს (ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტი) არქივიდან და იმ ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომლებიც წლების განმავლობაში აშუქებდნენ Jazz à Vienne-ის კონცერტებს.

მაილსი მუსიკაში (Miles en musique) – ყოველდღიურად იმართება სესიები, ლექციები და დისკუსიები, სადაც მუსიკოსები, ჟურნალისტები და კოლექციონერები უზიარებენ დამსწრე საზოგადოებას მოგონებებსა მაილს დევისის მუსიკის შესახებ.

ეს აუცილებლად სანახავი ღონისძიებაა ვიენის გულში, რომელიც ცოცხალი ისტორიის ნათელი ზეიმია.

გამოფენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ ვიენს განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა მაილს დევისთან. მან 1991 წელს სწორედ აქ, ანტიკურ თეატრში, ერთ-ერთი თავისი უკანასკნელი კონცერტი გამართა, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე.

1 და 2 ივლისსვიენის ისტორიის მუზეუმში ფესტივალის ასოცირებულმაარტისტმსტრაჩო თემელკოვსკიმ (Stracho Temelkovski) წარადგინა თავის ახალ პროექტი„Osmoza Experience“. ამ ახალ სოლო პროგრამაში მაკედონიური წარმოშობის ფრანგი მულტიინსტრუმენტალისტი სტრაჩო თემელკოვსკი, ბასგიტარის, მანდოლის, სიჩუმისა და მდიდარი ჟღერადობების ვირტუოზული შერწყმით საკუთარ შინაგან სამყაროში გვამოგზაურებს. მის მუსიკალურ ოდისეას განსაკუთრებულ ფერს სძენს პერკუსიული შესრულების ტექნიკა და ბითბოქსის ოსტატური გამოყენება, სადაც თითოეული ნოტი საკუთარი ისტორიის მთხრობელია.

25 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით მთელი ქალაქი ჯაზის ხმოვანებით არის მოცული. ეწყობა მუსუკალური ჯგუფების მსვლელობები ქალაქის ქუჩებში.

სწორედ ასეთი მსვლელობა გამართა ჯგუფმა SopaLoca და ცოტა მოგვიანებით ამერიკელმა მესაყვირემ James Andrews-მა ფრანგი მუსიკოსების თანხლებით 28 ივნისს ვიენის ქუჩებში.

მუსიკალური ზეიმი გძერლდება, წინ კიდევ მრავალი საინტერესო კონცერტი ელოდება მსმენელს.

ავტორი: Gia Gogatishvili

Jazz à Vienne

მსგავსი სტატიები

Leave a Comment