64
ოცდასამ აპრილს, ოთხ საათზე, „ახალი მზიურის“ ამფითეატრში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართება ეთერ თათარაიძის პროზაული წიგნის „დევიღუპეთ!“ წარდგინება. ავტორი ისაუბრებს თავის წიგნზე, გაესაუბრება მკითხველებს და უპასუხებს მათ კითხვებს.
ეთერ თათარაიძე: ამ წიგნს 1982 წლიდან ვწერდი. გამოდის, რომ ბოლო სამი ათწლეულის ქართულმა ყოფით-პოლიტიკურმა სინამდვილემ მოიყარა აქ თავი.
თქვენს ხელთაა ცრემლითა და ღიმილით (ამასთან, ლიხსიქითური საქართველოს უსაზღვრო სიყვარულით) ნაწერი წიგნი, რომელმაც შეიძლება კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ უღვთოდ დაღლილი და განაწამები ჩვენი ხალხის ბედისწერასა და გამძლეობის საიდუმლოზე.