პანდემიის დროს, როცა სამყარო გაჩერდა და სახლებში გამოვიკეტეთ, ბევრმა საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინა… ასე დაიწყო ჩვენი რესპოდენტის შთამაგონებელი მოგზაურობაც: მდინარის პირას ქვებს აგროვებდა, მათზე ხატავდა და თითოეულ ქვას ახალ სიცოცხლეს სძენდა...

პროფესიით ფიზიკური თერაპევტია, თუმცა, ბავშვობიდან უყვარდა ხელოვნება, – ხატავდა, ქარგავდა და მუდამ ეძებდა თვითგამოხატვის ახალ გზებს. ჰოდა, საინტერესო ჰობის აღმოჩენამ გაახალისა, მერე სხვადასხვა ხელსაქმეც შეისწავლა და დღეს უკვე ულამაზეს, ხელნაკეთ ნივთებს ქმნის…
ასე დაიბადა „სანის სახელოსნო“ .
სანის სახელოსნოში მზადდება: სახლის დეკორაციები სხვადასხვა მასალით, თაფლის სურნელოვანი და დეკორატიული სანთლები, საბავშვო ბოქსები (ბავშვების აქტივობისთვის) ასევე ულამაზესად მოხატული ქვები…
სანის სახელოსნო მხოლოდ ხელნაკეთი ნივთების სივრცე არ არის. ეს ერთგვარი პატარა ოცნების სახელოსნოცაა, რომელიც სიკეთესაც ემსახურება.
რაზეც თავად გვიამბობს.
– სახელოსნოს რატომ დაარქვი სანი?
– სანი ქვია ჩემს ფისოს, რომელიც აღარ მყავს. მინდა ჩემი საქმე სანის სახელთან იყოს დაკავშირებული. ჩემი სურვილია, სანის სახელოსნოში დამზადებული ნივთებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდეს მიუსაფარ ცხოველებს — სანის სახელით. მაქვს სხვა გეგმებიც და მექნება სხვადასხვა აქტივობები.
ავტორი: ნესი რობაქიძე



მოიწონეთ სანის სახელოსნო
ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.
