51
დღეს „ფანARTის“ საფესტივალო სივრცე როკსა და ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. მაყურებლის წინაშე ორი მონაწილე – ანა ცუცუნაშვილი და თათია ყურაშვილი წარსდგნენ.
საღამოს ენერგიულ ტემპზე და განწყობაზე ფესტივალის კონსულტანტმა ნიკა კოჩაროვმა იზრუნა, დასასრულს საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა და დარბაზის ბოლომდე აყოლიება შეძლო.
ხვალინდელი დღე ლიტერატურას დაეთმობა. კონსულტანტმა ლიტერატურის დარგში დათო ტურაშვილმა არჩევანი შვიდ მონაწილეზე შეაჩერა. ლიტერატურის მოყვარულები გაიცნობენ ნინო ჭინჭარაულის, ქეთი მათითაიშვილის, თემურ ზოიძის, გიორგი ახალკაციშვილის, ქეთა ბაღაშვილის, მანანა ვეკუასა და თამარ სხილაძის შემოქმედებას.
20:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი (ვაჟა-ფშაველას 76ბ).
დასწრება თავისუფალია.