fbpx

“მადლობა! ცრემლებამდე ბედნიერი ვარ” – სულა სულაშვილი

ავტორი ჟოლო
92 ნახვა
0 კომენტარი
0

მადლობა! მადლობა! მადლობა!

მადლობა ჩემო მეგობრებო ვინც აქტიურად ჩაერთეთ საქველმოქმედო საქმიანობაში და გვერდში დაუდექით ჩვენს ორგანიზაციას.

დღეს თქვენი დახმარებით ათეულობით ოჯახმა, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში მიიღო საკვები პროდუქტი, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები.
და მაინც ყველაზე საკვირველი ჩემთვის ის აღმოჩნდა, რომ მოხალისეთა რიგებში ჩაეწერნენ ისეთი პირები, რომელებიც თავადაც დროებით თავშესაფარში არიან და მხოლოდ სოციალურ დახმარების სახით იღებენ მცირეოდენ შემწეობას. ადამიანებმა, რომელებმაც საკუთარი ლუკმის განაწილება გადაწყვიტეს. (ცრემლებამდე ბედნიერი ვარ)
ჩვენი ორგანიზაციის სახელით პირობას გაძლევთ რომ საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციებს გაგიწევთ ყველა ინსტანციაში ასეთი თავდადების დასაფასებლად!
AFG – ადმინისტრაცია

მოხალისეთა კეთილი ნება და სულა სულაშვილის ეს ამაღელვებელი წერილი, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მის მიერვე გამოქვეყნებულ შემდეგ განცხადებას მოჰყვა.

“მეგობრებო ვეძებთ მოხალისეებს საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე, რომელებიც დაგვეხმარებიან უსახსროდ დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს მიაწოდონ საკვები.
სამწუხაროდ შეზღუდული გადაადგილების გამო ძალიან რთულია ათეულობით ან ასეულობით კილომეტრზე გადაადგილება, მთელი მასშტაბით რომ ხელმისაწვდომი გახდეს მათთან შეხვედრა.
ვისაც შეგიძლიათ საკუთარი წვლილს შეტანა ამ საქმეში ძალიან გთხოვთ მომწერეთ რომ გვქონდეს კოორდინაცია”.

წყარო: facebook

 Nugzar Sula Sulashvili

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი