fbpx

„9000 კილომეტრი გამოიარა, რომ ჩემი გული გაეთბო“

ავტორი ჟოლო
94 ნახვა

ნიუ იორკში -12 გრადუსია, გაყინული ბრუნდები სახლში, აღებ ფოსტას და ადგილზევე ცრემლები მოგდის. წერილი საქართველოდან! ქართული მარკები, ქართული მისალოცი ბარათი და ჩემი ბავშვობა!

თათია შენ არ იცი როგორ გამახარე. გიხდი უდიდეს მადლობას ასე საჯაროდ. როცა იცი, რომ შენ ქვეყანას ჯერ კიდევ ახსოვხარ, ბავშვობის მეგობარმა კი ახალი წელი არა სოციალურ ქსელში, არამედ წერილით მოგილოცა, 9000 კილომეტრი გამოიარა, რომ ჩემი გული გაეთბო.

ბედნიერება სიმარტივეშია. ემიგრანტებს სხვანაირად გვიყვარს, სხვანაირად გვიხარია.

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

თბილისი იყო ურთიერთობა

გიორგი ნიკოლაიშვილი

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment