fbpx

ცხოვრებისეული კანონები, რომელთა დაცვა ბედნიერებას მოგიტანთ

ავტორი ჟოლო
5.6K ნახვა

სამყაროს თავისი კანონები აქვს და მისი დაცვა ბედნიერებას მოგიტანთ. არსებობს რამდენიმე კანონი, რომელსაც ეფუძნება ენერგიის გაცვლა. თუ ცხოვრებაში პრობლემები გექმნებათ,  სავარაუდოდ, თქვენ  სამყაროს რომელიმე კანონს არღვევთ.

გინდა? ჰოდა, გააკეთე.

იმის გაკეთება, რაც არ მოგიტანთ რაიმე სარგებელს ან მორალურ კმაყოფილებას, არ ღირს.

ნუ ჩაერევი სხვების მოვალეობებში, ეს უსარგებლო ქმედებაა.

ნუ გააკეთებ სხვის გასაკეთებელ საქმეს, ამით თქვენთვის დადებით ენერგიას ვერ მიიღებთ.

ნუ ეცდებით რჩევების მიცემას, თუ ამას არ გთხოვენ.

ხშირად იმის მცდელობა, რომ კეთილი განზრახვით სხვაზე გავლენა მოიპოვით, სრულდება არა მადლობის გადახდით, არამედ დაგმობით.  ყველა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ცხოვრება აქვს,  ცხოვრების უნივერსალური მოდელი არ არსებობს. ამიტომ, თქვენ ვერ ასწავლით სხვას, რა იქნება მისთვის კარგი ან ცუდი.

თხოვნაზე უარს ნუ იტყვით

თუ რაღაცას გთხოვენ, არ უთხრათ უარი, თუ ეს არ არის ვინმეს ახირება, გაუკეთე სიკეთე სხვებს და მადლიერებას მიიღებ.  მადლიერება  კი მძლავრი ენერგიის წყაროა.

ნუ გასცემ რჩევებს, თუ ის  გზა არ გაქვს გავლილი

იყავი ფრთხილად, როდესაც სხვებთან თქვენი გეგმებისა და მიზნების შესახებ საუბრობ.  მათი რჩევა ხშირად არ ეფუძნება პირად გამოცდილებას და  სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს ეყრდნობა, რამაც შეიძლება სრულიად დაგიკარგოთ ჩანაფიქრის ასრულების  სურვილი. რჩევები კი მხოლოდ ინ საკითზე გაეცი, რაც საკუთარ თავზე გაქვს გადატანილი. რჩევა ღირებული მაშინაა, როდესაც პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეობს.

არ უნდა “ჩაიციკლო”

როდესაც დიდი ხანი მიბმული ხარ  ერთ რაღაცაზე, ეს ანელებს თქვენს შემდგომ განვითარებას და ერთ ადგილს ტკეპნით და ვერც ენერგიას ღებულობთ.

არ იცხოვრო უმიზნოდ

როდესაც ისე ცხოვრობ, რომ დასახული მიზანი არ გაქვს, ვერ ღებულობ ენერგიას, ცხოვრება უაზრო ხდება. ყოველთვის  რაღაცისთვის უნდა  იბრძოლო და იცხოვრო,  მიზნები  უსასრულო უნდა იყოს, ადამიანის ენერგიით ავსება  ყოველთვის მოძრაობაშია.

არ აკრიტიკო და არ განსაჯო

სხვების კრიტიკა და დაგმობა  არის ნიშანი თქვენი თვითშეფასების დაბალი დონისა. სხვების განსჯა იწვევს დადებითი ენერგიის დაკარგვას.

არ არსებობს ცნება “მარცხი” ან “წარუმატებლობა”

ყოველი წარუმატებელი მცდელობა კატასტროფად არ მიიჩნიო და  მიზნებზე ხელი არ ჩაიქნიო. ჩათვალე, რომ ეს არის კიდევ  ერთი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ სცადო. არ გამოვა? მაშინ სხვანაირად გამოვა, ეს არ არის ტრაგედია, უბრალოდ, იქნება ჩანაფიქრის  განსხვავებულად განხორციელება. ადამიანები სწორი გადაწყვეტილებების მიღებას დაშვებულ  შეცდომებზე  სწავლობენ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment