fbpx

„შეიყვარე ის რაც გაქვს და გამოიყენე გონივრულად – აი რაშია ბედნიერება“…

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

გამოწვევა ლამაზი რამაა. ლამაზია თავისი დანიშნულებით, მიზნით და ზრახვით. საქმე იმაშია, რამდენად მომზადებული დახვდება მას ადამიანი. მაგრამ მხოლოდ ამაშიც არ არის საქმე. საქმე ადამიანის შინაგან რესურსშიც არის. რესურსში, რომელიც უპირობო მოცემულობაა და რომელსაც ვერ შეცვლი.

მაგალითად სტაფილო, კვერცხი და ყავა. თითოეული მათგანის ცხელ წყალში ყოფნის შედეგად სრულიად სხვა სახე იქმნება. სახეცვლილებას დრო განაგებს.

მაშ რა არის ადამიანის შესაძლებლობა და რა ხელეწიფება მას?

1. გაცნობიერება
2. ანალიზი
3. ქმედება

ვითარების გაცნობიერება. გარკვეული მოვლენა ფაქტია და აღიარებას, შემდეგ კი მიღებას საჭიროებს. ეს საფეხური ემოციებზე ზრუნვას გულისხმობს. შემდეგ ირთვება გონება და ხდება ანალიზი. რა, როგორ, რისთვის, საიდან, რატომ და ა.შ. და ბოლოს ქმედება.

ხრაშუნა და მაგარი სტაფილო რბილ, უსუსურ საგნად იქცევა. ანალიზის შედეგად საჭიროა მას სათანადო ფუნქცია მოეძებნოს. ეს პროდუქტი რომელიმე გემოვნებიან სალათს დაამშვენებდა.
სათუთი და ადვილად დასაზიანებელი კვერცხი ერთ მთლიან ორგანიზმად იკვრება.
ხოლო სურნელოვანი ყავის არომატი მთელ მიდამოს ატყვევებს.

შეიყვარე ის რაც გაქვს და გამოიყენე გონივრულად. აი რაშია ბედნიერება

Anastasia Natia Margania

მსგავსი სტატიები

Leave a Comment