fbpx

„რა კანონებით ცხოვრობს სამყარო“ – ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ავტორი ჟოლო
15K ნახვა

1. სიცარიელის კანონი.

თუ გინდათ ახალი ფეხსაცმელი, მოიცილეთ ძველი. თუ გინდათ ახალი ჩასაცმელი, გამოანთავისუფლეთ კარადა.

უნდა მოიცილოთ ძველი სტერეოტიპები.

2. ცირკულაციის კანონი.

იყავით მზად გაუშვათ „რაღაცა“ რასაც ფლობთ, რომ მიიღოთ ის, რაც გინდათ.

3. წარმოსახვის კანონი.

საწყის ეტაპზე, უნდა წარმოიდგინოთ თქვენი სასურველი, გონებაში. დაწერეთ – ჩემი ბედნიერი ცხოვრება და არ აჩვენოთ არავის, გარდა ქოუჩისა:) ან ვისაც სრულად ენდობით. შეინახეთ, ხელმისაწვდომ ადგილას, რომ თავისუფალ დროს შეძლოთ გადაკითხვა.

4. შემოქმედების კანონი.

ადამიანს შეუძლია მიაღწიოს სასურველ ცხოვრებას ენერგიების წყალობით – აზრები, ინტუიცია და
წარმოსახვა… გამოიყენეთ და ჩართეთ მისი ძალა თქვენს ყოველდღიურობაში.

5. გაცემა და მიღების კანონი.

თუ გასცემთ რამეს, ის გიბრუნდებათ გაათმაგებულად. როდესაც ფლობთ კეთილდღეობას, მნიშვნელოვანია გაუზიაროთ ის გარშემო ადამიანებს. თუ კი თქვენ გაქვთ ნიჭი და არ იყენებთ, მაშინ  შეურაცხყოფთ თქვენში ღვთიურს. იმისათვის, რომ პატივისცემით მოექცეთ თქვენს უნარებს, უნდა ხარობდეთ ნიჭით და აუცილებლად გაუზიაროთ ის სხვებს. ამის კეთებით ცხოვრებაში მოიზიდავთ უფრო მეტ სიკეთეს.

6. მეათედის კანონი.

სამყარო ყოველთვის აიღებს თავის კუთვნილ მეათედს. ეს არის მადლიერების კანონი, მხარდაჭერის წყარო – 10% იმ ყველაფრის რაც გაგაჩნიათ. თქვენ არასდროს არ იცით ეს მეათედი, რა სახით დაგიბრუნდებათ ცხოვრებაში. ფული ჩვეულებრივი მოვლენაა, ენერგიაა და მას შეუძლია მოვიდეს სხვა ენერგიის სახითაც. მაგალითად: ახალ ნაცნობობაში, ძველთან შერიგებაში, გამოჯანმრთელების სახით და ა.შ…

7. პატიების კანონი.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ აპატიოთ ადამიანებს, მაშინ არ შეგიძლიათ მიიღოთ  სიმდიდრე. თუ კი გული სავსე გაქვთ ღვარძლიათ და ბოღმით, სიყვარული ვერ იპოვის იქ გასაჩერებელ ადგილს. თქვენ უნდა მოიცილოთ ნეგატიური გრძნობები, რომლებიც გჭამენ შიგნიდან და არ გაძლევენ მოსვენებას.

ეს სია შედგენილია, ცნობილი ფსიქოლოგი რენდი გეიჯის მიერ.

თარგმნა თამარ კვარაცხელიამ

წყარო:https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment