fbpx

და ამ დროს ცხოვრებაც უფრო ფერადია, ლამაზი და სასიამოვნო…

ავტორი დეა თავბერიძე
272 ნახვა

„ყველა ადამიანი, ამ ტრეინინგის შემდეგ ცხოვრებას უფრო ფერადად დაინახავს… უფრო მეტიც, არა მარტო საკუთარ, არამედ ახლობლების ცხოვრებასაც გააფერადებს“ – მეუბნება მაია ბაიერი, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ნლპ ტრენერი, რომელიც საქართველოს სულ რამდენიმე კვირით ესტუმრა და ძალიან მალე, მსურველებს წლობით დაგროვილ ცოდნასაც გაუზიარებს.  

ტრენინგი „ ჩვენი მიზნების წარმატებით რეალიზაციის გზები “ 1 ივნისს ენების ინოვაციური აკადემიის ორგანიზებით, გორში გაიმართება.

ქალბატონი მაია 25 წელია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  10 წელზე მეტია რაც ფსიქოლოგიამ გაიტაცა, უფრო ადრე იოგამ და საბავშვო იოგის მასწავლებელიც გახდა. ასევე დაეუფლა მაინდფულნესს და პოზიტიურ ფსიქოლოგიას. მისი ძირითადი საქმიანობა ბავშვებთან, მოზარდებთან და მათ მშობლებთან მუშაობას უკავშირდება.

ფსიქოთერაპიის გარდა მოგვიანებით შეისწავლა: კინეზოლოგია, ნეირომეცნიერება, სოფროლოგია… დღეს ის გახლავთ გერმანიისა და ევროპის ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირების მასტერ ქოუჩი და ტრენერი.

მაია ბაიერი: ნლპ დღეს ყველაზე ეფექტური და ყველაზე სწრაფი მეთოდია პერსონალური ზრდისთვის, ანუ ყველაზე მოკლე დროში შეიძლება დადებით შედეგებს მიაღწიო, მაშინ როდესაც ფსიქოთერაპიას თვეები, ყველაზე კარგ შემთხვევაში კვირები სჭირდება. ნლპ ტექნიკების ელემენტარული ცოდნაც კი ეხმარება ადამიანს, რომ საკუთარი თავი დადებითად დაინახოს. ნლპ-ს ერთ-ერთი დებულებაა, – ყველა ადამიანში არსებობს ის ყველა რესურსი რაც ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში დაგვეხმარება.

– ვისთვის არის გათვლილი ტრენინგი, რომელსაც საქართველოში ჩაატარებთ?

ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობა აინტერესებს, ამისთვის არ არის აუცილებელი წინასწარი ცოდნა. საჭიროა მხოლოდ მზადყოფნა, მიიღო სტანდარტული მოვლენები არასტანდარტული კუთხით.

ნლპ ყველაზე სწრაფი მეთოდია სასურველის მისაღწევად. ის გვეხმარება შემზღუდველი რწმუნებულებების გამოვლენასა და შეცვლაში, რაც ხსნის ახალ შესაძლებლობებს. მინდა მინიმუმ ერთი ტექნიკა მაინც გავაცნო დამსწრეებს რათა თვითონვე დარწმუნდნენ რამდენად პრქტიკულია და როგორ  შეიძლება იმ შედეგის მიღწევა ძალიან მარტივად და სწრაფად, რისთვისაც შეიძლება სხვა შემთხვევებში თვეები დასჭირდეს ადამიანს.

– ვინც ტრენინგს ვერ დაესწრება რას გაუშვებს ხელიდან?

საკუთარი რესურსების აღმოჩენის შესაძლებლობას და იმის გაცნობიერებას, რომ ყველაფერი მის ხელშია… ტრენინგის შემდეგ ამაღლებული განწყობით დაუბრუნდება ცხოვრებას. დაიწყებს საკუთარ თავზე დაფიქრებას, საკუთარ ქცევებსა და მეტყველებაზე დაკვირვებას.

თვითონ ნეირო-ლინგვისტიკა ლაპარაკობს იმაზე რომ მეტყველება პირდაპირკავშირშია ჩვენს კოგნიტურ ცნობიერებასთან, და მათი თანამოქმედება ჩვენს სხეულსა და ქცევაზე ახდენს გავლენას. აქედან გამომდინარე იცვლება საკუთარი შინაგანი სულიერი მდგომარეობაც და სამყაროსაც უფრო მზიანად ხედავ.

საქართველოში და არა მარტო საქართველოში პრობლემა ბევრია, ჩვენი ენერგია იმაზე იხარჯება რაზეც ჩვენი ცნობიერებაა ფოკუსირებული. როცა პრობლემაზე ფოკუსირდები ამ პრობლემას ამრავლებ, მაგრამ თუ სურვილი გაქვს, შენში არსებულ მზიან სამყაროზე ფოკუსირდე, მზიანი სამყარო გექნება გარეთაც.

ვაპირებ ძალიან საინტერესო ტექნიკის დემონსტრირებას, თუ ამ ყველაფერს ყურადღებით მოისმენენ, ჩაიწერენ და მერე საკუთარ თავზე ან მეგობარზე გამოცდიან, აუცილებლად მიიღებენ სასურველ შედეგს. უფრო მეტიც აღფრთოვანებულები დარჩებიან, როცა ნახავენ, თუ როგორ შეიძლება უმოკლეს დროში ამ მეთოდით სულიერი და ემოციური მდგომარეობა გააუმჯობესო და მიზნის მიღწევაში დაეხმარო არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ირგვლივმყოფებსაც.

ჩვენ გვაქვს ბავშვობიდან და არა მარტო ბავშვობიდან ჩამოყალიბებული ძალიან ბევრი სტერეოტიპი, რაც ხელს გვიშლის ბევრ რამეში. მაგ: ვიყოთ ის, რაც გვინდა რომ ვიყოთ, იმ სფეროში ვიმუშავოთ რაც სიამოვნებას გვანიჭებს, გამოვამჟღავნოთ რესურსები, არ დავაძალოთ სხვებს იყვნენ ისეთები, როგორიც ჩვენ გვგონია რომ უნდა იყვენენ და პირველ რიგში არ დავაძალო საკუთარ თავს ვიყო ისეთი, როგორიც საზოგადოებას უნდა რომ ვიყო… და მხოლოდ მაშინ როდესაც შენ საკუთარ მეს აღმოაჩენ და შენს საკუთარ მესთან კმაყოფილი და ბედნიერი იქნები, სხვებითაც და სამყაროთიც ბედნიერი იქნები და ამ დროს ცხოვრებაც უფრო ფერადია, ლამაზი და სასიამოვნოც.

ტრენინგი ჩატარდება 1 ივნისს, 13:00 სთ

ღირებულება: 80 ლ

დარეგისტრირდი – https://forms.gle/zzN9JB6T48S2MbY79 

მისამართი: გორი, ჩოჩიშვილის 6

ენების ინოვაციური აკადემია – Innovative Language Academy

მსგავსი სტატიები

Leave a Comment