„მე ბიზნესი არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რაც ბევრმა ბიზნესმენმა შეიძლება არ იცოდეს – მე ვიცი „კოდური სიტყვები“, რომელთაც ნებისმიერ ადამიანში გენიალური და ამოუწურავი შესაძლებლობების საგანძურის გახსნა შეუძლია.“ – ამბობს „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი თამარ საგინაშვილი და იმ კითხვებს, გვთავაზობს რომელთა დახმარებითაც შესაძლებლობების დანახვა ბევრად უფრო გვიადვილდება.
თამარ საგინაშვილი, წარმატების ქოუჩი: „დიახ, პასუხების საგანძური და ყველა შესაძლებლობა ერთად არის თავმოყრილი თქვენს თავში. ოღონდ, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, სადაც საგანძურია, იქ ცხრაკლიტულიც არის და ცხრაკლიტულს კიდევ კოდური სიტყვის ცოდნა სჭირდება, მაგალითად, “სეზამ, გაიღე”-ს მაგვარი…
როგორც ცნობილია, ექსტრემალურ ვითარებაში ადამიანს ძალუძს ისეთი რამ გააკეთოს, რისი გაკეთებაც მას ნორმალურ მდგომარეობაში არაფრით შეუძლია.
მე უკვე დიდი ხანია არ ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს და საერთოდ ტელევიზორს, არ ვყვები მასობრივ პანიკას, არ ვიძლევი რჩევებს თუ არ მთხოვენ და საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვარ გულგრილი იმის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება.
თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, ჯერ აუცილებლად უნდა გავუსწოროთ თვალი პრობლემას და ასე ვთქვათ, “სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ”.
ჩვენი დღევანდელი ” სიმართლის თავლებში” კი ჩანს პესიმიზმი და უიმედობა, რომელიც სრულიად კონკრეტული და რეალური მიზეზებით არის გამოწვეული.
ამ სიტუაციაში “ვაიმე, რა ვქნა” და “რატომ ვართ ამ დღეში” ზუსტად ის კითხვებია, რომლებსაც კარგად შეუძლია კიდევ უფრო დაამძიმოს მდგომარეობა.
სამაგიეროდ არსებობს ასე ვთქვათ, მამოძრავებელი კითხვები, რომლებიც ჩვენს გონებას სწორ მიმართულებას აძლევენ და ამუშავებენ არა ნეგატივზე, არამედ შესაძლებლობების დანახვაზე.
როგორც ყველა პრობლემას, კრიზისსაც სირთულეებთან ერთად შესაძლებლობებიც მოაქვს ადამიანებისთვის და ახალი გამოწვევებიც. კრიზისი ბიზნესისთვის იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ფერი და ჯოკია ცაავასთვის – გინება:)))) რომელმაც რეკორდი დაამყარებინა ამ მშვიდ ადამიანს.
ასეთი რადიკალური ხერხების გამოყენების აუცილებლობამდე რომ არ მივიდეთ:))))) ამიტომ სჯობს დროულად გამოვიყენოთ უფრო ცივილიზებული მეთოდი, რომელსაც ქოუჩინგი ქვია.
ერთხელ როდესაც პირდაპირ ეთერში მკითხეს, რას ურჩევდით ბიზნესმენებსო, გულწრფელად ვთქვი, ბიზნესის მე არაფერი გამეგება და ამიტომ ვერაფერს ვურჩევ-მეთქი.
თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ პასუხი არასწორი იყო:))) მე ბიზნესი არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რაც ბევრმა ბიზნესმენმა შეიძლება არ იცოდეს – მე ვიცი “კოდური სიტყვები”, რომელთაც ნებისმიერი ადამიანში გენიალური და ამოუწურავი შესაძლებლობების საგანძურის გახსნა შეუძლია.
ამ ინსტრუმენტს, რომელსაც სწორი კითხვების დასმის ხელოვნება ქვია, ფლობს ყველა კარგი ქოუჩი. და მის საოცარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ქონია შესაძლებლობა ქოუჩის დახმარებით ესარგებლა.
ქოუჩ-სესიის შედეგად მიღებულ შედეგებს ყველა თავისებურად აღწერს, ზოგი თავისუფლების შეგრძნებას უწოდებს ამას, ზოგი – განახლებას, ზოგი – გონების განათებას… მე ძალიან მომწონს როგორ აღწერა სამოტივაციო ტრენერმა და სპიკერმა, ავტორმა ბლოგისა “პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება” www.mebonia.com ხვიჩა მებონიამ თავისი შეგრძნებები ერთ-ერთი სესიის შემდეგ.
საზღვარგარეთის ქვეყნებში წარმატებაზე ორიენტირებული კომპანიისთვის ისევე აუცილებელია ყავდეს საკუთარი ქოუჩი, როგორც იურისტი ან ბუღალტერი. ზოგან მათ თანამშრომლების ბედნიერების მენეჯერს უწოდებენ, ზოგან – პროექტების წარმატების მენეჯერს:))))
მნიშვნელობა არ აქვს, რა სტატუსს მიანიჭებთ მათ. მთავარია, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც გეხმარებათ გახსნათ ფარული უნიკალური პოტენციალი ( რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ჩანს) თქვენში, თქვენს თანამშრომლებში და თქვენს კომპანიაში და იპოვოთ გენიალური გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან.
თუ მილიონერების აზროვნებაზე წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ რაიმე, აუცილებლად გეცოდინებათ, რა პასუხს მიიღებთ წარმატების ექსპერტებისგან კითხვაზე: თუ მაქვს უკანასკნელი 100 ლარი და მეტი არაფერი, რა ვქნა?რასაკვირველია, უნდა დააბანდოთ საკუთარ ზრდაში – აიღოთ ინდივიდუალური სესია ქოუჩთან ან იყიდოთ რაიმე სამოტივაციო კურსი…
ასე რომ, კითხვაზე, რას ვურჩევდი ბიზნესმენებს, სწორი პასუხი იქნებოდა: მე საერთოდ ვერ ვერკვევი ბიზნესში, მაგრამ სამაგიეროდ არაჩვეულებრივად ვერკვევი ადამიანების შესაძლებლობებში. ამიტომ თუ პრობლემები აქვთ, ვურჩევდი, იპოვონ კარგი ქოუჩი და კარგი სამოტივაციო ტრენერი.
ეს შეიძლება არალოგიკურად ჟღერდეს, მაგრამ თუ თქვენ პრობლემების წინაშე დგახართ და ლოგიკურად ვერ პოულობთ გამოსავალს, მაშინ ისღა დაგრჩენიათ ან დანებდეთ ან არალოგიკური წინადადება მიიღოთ და სცადოთ მაინც:)))))
და როდესაც თქვენ პრობლემაში ახალ შესაძლებლობებს დაინახავთ, დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად კრიზისის “საჩუქარია”, რომლის აღმოჩენაც თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში შეგეძლოთ.
💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕
1 ივლისიდან წარმატების მარათონი ❤
გამოიყენეთ შესაძლებლობა
👉 თქვენ გელოდებათ 12 წამყვანი ქოუჩი და ფსიქოლოგი ცხოვრებისთვის აუცილებელი 12 გაკვეთილით 👉 გაეცანით, დარეგისტრირდით 👉