ჩვენ ვცხოვრობთ საოცარ და საინტერესო დროში, დგება ინტელექტუალური შესაძლებლობების პერიოდი. როცა უკვე თვალნათელი ხდება ადამიანების პოტენციალის საიდუმლო, როცა შესაძლებელი ხდება საკუთარი თავის „შექმნა“. როგორც აღმოჩნდა ადამიანი ფლობს ამისთვის საჭირო რესურსებს. მას შეუძლია აამუშაოს კონკრეტული მექანიზმები, მიმართოს სწორად, ისწავლოს თავისი აზრების მართვა…
ყველაფერი თურმე ჩვენს ხელშია, აი რას ნიშნავს თავის უფალი რომ ხარ :).
…უბრალოდ ამისთვის ცოდნაა საჭირო.
წარმატების ნაბიჯებს ეხსნება საიდუმლოებებით მოცული ფარდა და ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. კონკრეტულად კი მათთვის – ვინც მზად არის სიახლეების მისაღებად, საკუთარ თავში შინაგანად ცვლილებების განსახორციელებლად.
დღეს შემოგთავაზებთ სიტყვებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ლექსიკაში… ეს არ იქნება მაღალფარდოვანი, ზოგადი სიტყვები, არამედ – ყოველდღიური სალაპარაკო ლექსიკონიდან. თუ ამ უნარებს შეიძენთ, ის მოგცემთ იმის საშუალებას იყოთ ნაკადში და აივსოთ ენერგიით!
წინა ორი თემა „სიტყვები ბორკილები“ და “დამანგრეველი სიტყვები” მეტ ინფორმაციას მოიცავდა, რადგან ისინი უფრო ჭარბობენ ადამიანის ლექსიკონში.
„სიტყვები ფრთები“- ძალიან ცოტაა, მაგრამ თითოეული სიტყვა ფასდაუდებელია.
ამ სიტყვების დახმარებით – გადალახავენ წარმოუდგენელ სირთულეებს ცხოვრაბაში, თავს აღწევენ ფინანსური პრობლემებს, ავლენენ თავიანთ ტალანტს, იძენენ საკუთარ თავში და ძალებში რწმენას, აღწევენ მათთვის ადრე წარმოუდგენელ სიმაღლეებს… და საერთოდ ეწყობათ ისეთი ცხოვრება, რომლისთვისაც არის თითოეული მათგანი ამ ქვეყნად მოვლენილი.
აი ჩვენი მძლავრი რესურსები:
- მე შემიძლია.
- მე ყველაფერი გამომივა
- მე გავაკეთებ
- მე ვაპირებ…
ეს სიტყვები კარგად რომ შეიგრძნოთ, პირდაპირ ახლავე გთავაზობთ წამოდექით ფეხზე, გაიმართეთ მხრებში და წარმოთქვათ ხმამაღლა: „მე მინდა…“, შემდეგ ასევე ხმამღლა „მე ვაპირებ…“ „მე ამას შევძლებ!“ და თქვენ შინაგანად იგრძნობთ, რომ გააკეთეთ ენერგეტიკული გადაადგილება: შედარებით სუსტი ენერგია გადაიყვანეთ, შედარებით ძლიერში(უცებ იყავით სუსტი და გახდით ძლიერი). ამ გადასვლას კი ვერ დაინახავთ, არამედ – შეიგრძნობთ.
სწორედ, ამაში მდგომერეობს საიდუმლო: ზმნა „ვაპირებ…“, „გამომივა…“, „შემიძლია“ ორგანიზმში უშვებს გარკვეულ ქიმიურ რეაქციას. სწორედ, ეს რეაქციები აიძულებს ადამიანს იაზროვნოს და იმოქმედოს დარწმუნებულად და არა ალალბედზე.
სწორ მეტყველებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებისთვის, ცნობიერის და არაცნობიერის თქვენს სამსახურში ერთგულად ჩაყენებაში.
სულ ეს იყო. „სიტყვები – ფრთები“ მცირეა როგორც ოქრო, მაგრამ მათი ძალა შეუფასებელია.
დავამტებდი იმას რომ, თითოეული ადამიანი თავად წყვეტს რა უნდა შეცვალოს და რა არა თავის ცხოვრებაში. მე არანაირი უფლება არ მაქვს, ჩავერიო ან მივუთითო. ამავე დროს, არ ჩათვალოთ რომ პასუხსმგებლობას ვიხსნი ყოველივე იმაზე, რაც დავწერე. უბრალოდ, მე არ მოგიწოდებთ – გინდათ თუ არა და რაც არ უნდა დაგიჯდეთ გადახედოთ თქვენს მეტყველებას და შეცვალოთ. ამას არ გეუბნებით ერთადერთი მიზეზის გამო: პარქტიკამ აჩვენა ადამიანები აკეთებენ არა იმას რასაც ეუბნებიან, არამედ იმას, რასაც ხედავენ და თვლიან საჭიროდ.
ჩემი ამოცანაა – მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ასე მუშაობს და მიგაქცევინოთ ყურადღება, ჯანსაღად განიხოლოთ თქვენი უნარები და თავად გამოიტანოთ დასკვნა – რა აჯობებს თქვენთვის.
მხოლოდ ასეთი მიდგომა არის ქოუჩინგში პროფესიონალური და მხოლოდ მას შეუძლია მოუტანოს ადამიანს პოზიტიური ცვლილებები. ხოლო – „გააკეთე ისე… და არა ასე“… კი, ესეც დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ საბავშვო ბაღში.
ასე, რომ როგორც არ უნდა მინდოდეს მე, თქვენს გენიალურობაში დარწმუნებულ ქოუჩს – გადახედოთ მეტყველებას და ჩაატაროთ „გენერალური დასუფთავება“ , გაამდიდროთ ლექსიკონი გამარჯვებული, წარმატებული ადამიანების სიტყვებით, ეს მხოლოდ ჩემი სურვილია. არჩევანი თქვენთვის მომინდვია.
მიზანია: დაგანახოთ კარები, ხოლო თქვენ შეხვალთ თუ არა თქვენი გადასწყვეტია.
ჩემი როგორც ქოუჩის გადმოსახედიდან: მჯერა თქვენი ბედნიერების, თქვენი პოტენციალის და დარწმუნებული ვარ თქვენს შესაძლებლობებში. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი და ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ დამიმტკიცა პრაქტიკამ: რომ თითოეული დაბადებული ხართ ბედნიერ ვარსკვლავზე. თქვენს წარმატებაში რწმენის ძალა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ცნობიერის მდგომარეობაა!!!
თამარ კვარაცხელია
წყარო: https://zrda.wordpress.com
თამარ კვარაცხელიას ტრენინგი “სიცოცხლით შთაგონებული” https://shorturl.at/pFL03
✨ 2 ივლისი, 10:00-19:00 სთ
✨⚡️ ტრენინგის საფასური 280 ლ
❗️ 25 ივნისამდე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება