„ჩაატარეთ გენერალური „უბორკა“ თქვენს ლექსიკონში“ – ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და ადამიანის ფსიქიკის დამანგრეველ სიტყვებსა და ქმედებებზე საუბრობს.
თამარ კვარაცხელია: „დააკვირდით, თქვენს მეტყველებაში არსებობს თუ არა სიტყვები დამანგრეველი ეფექტით. ყოველი თქვენთაგანი ფლობს სიტყვების უნიკალურ ნაკრებს და ეს ის სიტყვებია, რომლებიც თქვენ გაპროგრამებთ.
სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით ზემოქმედებენ:
როგორც ლაპარაკობთ – ისე ცხოვრობთ.
რასაც ახმოვანებთ – ის გაქვთ.
სიტყვები, ეს არის თქვენი აზრების სამოსი, ხოლო მათი ენერგია ფლობს გაცილებით მეტ მკვრივ სტრუქტურას და ის გაცილებით დიდია ვიდრე აზრების ენერგია (ორივე შემთხვევაში ფორმირდება ენერგია, მაგრამ სიტყვებით წარმოიქმნება გაცილებით ძლიერი).
ამაზე იმდენი დაწერილა, რომ სათქმელიც არაფერი დარჩა(და თუ მკითხველს დააინტერესებს – დატოვეთ ბლოგზე კომენტარები). ახლა კი მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აღმოჩენად. საუბარია დაავადებებიდან განკურნებაზე. ფსიქოსამატიკა.
ეს აღმოჩენა გააკეთა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა ნოსსრატ პეზეშკიანმა(წარმოშობით ირანელი). მან პირველმა აღმოაჩინა (შემდეგ კი ისწავლა ამ სიტყვების განეიტრალება) სიტყვები, რომლებიც აპროგრამებენ სხეულს ავადმყოფობებზე. მეცნიერი აღნიშნავდა, რომ ასეთ სიტყვებს იპოვით ყველა ადამიანის ლექსიკონში.
გასაგებია?
ადამიანებმა არ იციან როგორ ძლიერმოქმედია სიტყვა. არ არსებობს ერთი ადამიანიც, რომელიც არ ხმარობდეს თავის ლექსიკონში სიტყვებს რომლებიც:
- აპროგრამებს ავადმყოფობაზე
- მატერიალიზაციას ახდენს სხეულში
- არანაირად არ აძლევენ დაავადებებს განკურნების საშუალებას.
მეცნიერმა ეს სიტყვები გააერთიანა – შემზღუდველი მეტყველების სახელით. შეზღუდული მეტყველება ეს არის – სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანის ფიზიკურ სხეულზე და ორგანოებზე.
თქვენ მშვენივრად იცით ეს სიტყვები და გამონათქვამები. სინამდვილეში ეს არის, ძალიან საშიში და დამანგრეველი ენერგია, რომელსაც შეუძლია მოარყიოს ყველაზე ჯანმრთელი ორგანიზმიც კი.
მიაქციეთ ყურადღება რა ვირტუოზულად არიან ისინი შეფუთნულნი. უცებ ვერც კი დაიჯერებ, რომ ასეთ უწყინარ სიტყვებს, ასეთი ძლიერი ზიანის მოტანა შეუძლიათ. აი შეხედეთ:
ამომივიდა უკვე ყელში, მე თავი ვიმტვრიე, რაღაც შიგნიდან მაწუხებს, არ მასვენებს, ვერ გადამიხარშია, ლიმონივით გამოწურული ვარ, მიმიფურთხებია, გული მერევა შენზე, გული დამესერა,ზეწოლას ვგრძნობ მისგან, ამოსუნთქვის საშუალება არ მაქვს, სულში მაფურთხებენ, შემჭამეს, მომბეზრდა, ვცოფდები, გამამწარა, თავში აუვარდა….
თითქოს არაფერია განსაკუთრებული არა? ჩვენ გვეჩვენება, რომ ვხმარობთ გონივრულ მეტაფორებს, სინამდვილეში ორგანიზმს ვაძლევთ ისეთ გარკვეულ ბრძანებას, საცოდავი – ვერ ბედავს შეეწინააღმდეგოს და დატოვოს ყურადღების გარეშე მითითებები.
გარდა ამ დროს წარმოშობილი დამანგრეველი ძალისა, მეცნიერები დაინტერესდნენ – სიტყვები ქმნიან თუ გვაფრთხილებენ საშიში დავადებების თაობაზე. ანუ ასეთი სიტყვები, ადამიანის ლექსიკაში ჩნდება მას მერე, რაც ის დაავადდა თუ, ჩვენი ქვეცნობიერი რომელიც განაგებს ჩვენს ფიზიკურ პროცესებს, მიგვანიშნებს ავადმყოფობაზე ამ სახით? არა, ეს უკანასკნელი არ დამტკიცდა.
ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას: თავიდან ადამიანი ხმარობს დამანგრეველ სიტყვებს თავის მეტყველებაში (საფუძველს უყრის კონკრეტული ავადმყოფობის პროგრამას) და მხოლოდ ამის მერე, ჩნდება სწორედ ის ავადმყოფობა, რაც იქნა შეკვეთილი. უნდა აღინიშნოს: იშვა რა ავადმყოფობა, დამანგრეველი სიტყვები უფრო მეტად ფესვს იდგამს ადამიანში, არა იმიტომ რომ გააფრთხილოს, არამედ მასი ამოცანაა: გვერდში „დაუდგეს“ ავადმყოფობას, „მორწყას“ და „გაახაროს“ ის. ეს უკვე მისი ფსიქიკური პროგრამაა.
ზოგიერთის ლექსიკონი გაცილებით მდიდარია, ვიდრე ზემოთ ჩამონათვალი სიტყვები, მაგრამ თუ თქვენ დაისახავთ შეისწავლოთ თქვენი მეტყველება, დააკვირდებით რა სიტყვებსა იყენებთ და შეუსაბამებთ თქვენს ავადმყოფობას, თავისუფლად შეიძლება გაავლოთ პარალელები. ამით თქვენ თავს დიდ სამსახურს გაუწევთ. თუ აღმოაჩენთ თქვენს მეტყველებაში თქვენთვის დამანგრეველ სიტყვებს, თავისუფლად შესძლებთ მათგან განთავისუფლდეთ, როგორც უვარგისი ძველი სამოსისგან.
ამის გაკეთება არ არის ძნელი. აღმოაჩინე? მაშასადამე ნახევარი საქმე გაკეთებულია.
როცა ამოვძირკვავთ საკუთარი ლექსიკონიდან დამანგრეველ სიტყვებს, იხევს თუ არა მაშინ ავადმყოფობა?
ეს, რომ ასეა დაამტკიცა ექიმმა პეზენშკაინმა.
შემოგთავაზებთ მცირე(ის გაცილებით დიდია და შინარსიანი) ცხრილს:
გულისრევამდე მომბეზრდი, ყელამდე ვარ, სული მტკივა – ნერვული გამოფიტვა.
უნდა ვატარო ჩემი ტვირთი, პრობლემები მადევს მხრებზე – ოსტეოხონდროზი.
რაღაცას განვიცდი, მაშფოთებს, მიწამლავს ცხოვრებას, ჩემ თავს არ ვეკუთვნი, მომბეზრდა ყველაფერი, აღარ მინდა არაფერი, აღარ მინდა სიცოცხლე – კიბო.
თვითგვემა, „წაკბენები“, „ვერ გადავხარშე“ – კუჭის წყლული.
თავი ვიმტვრიე, თავს დავდებ, თავის ტკივილი ხარ – თავის ტკივილები(სხვადასხვა)…
ამ თემაში ვერ ჩავატევ იმ შრომებს და კვლევებს, რაც არსებობს ფსიქოსამატიკასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ მოიძიოთ ლიტერატურა ამ თემაზე, ვისაც გაინტერესებთ.
არ აქვს მნიშვნელობა, სიტყვებს საკუთარი თავის მიმართ ხმარობთ თუ სხვის მიმართ. უკვე ის ფაქტი, რომ ეს სიტყვები აქტიურად არსებობს თქვენს ლექსიკონში, საფუძველს უყრის ავადმყოფობის პროგრამას.
გააკეთეთ შემდეგი რამ, სცადეთ დააკვირდეთ არა თქვენსას (ეს მომზადების გარეშე შეუძლებელია) არამედ თქვენი ახლობლების მეტყველებას, მაგრამ იყავით დელიკატურები: ადამიანებს და განსაკუთრებით ახლობლებს არ მოსწონთ, შეურაცხყოფილები რჩებიან კიდეც, როცა ჭკუას ასწავლით და უთითებთ. უბრალოდ გააცანით ინფორმაცია. დაე, თვითონ გამოიტანონ დასკვნა. სხვისი ინდივიდუალური მეტყველება – ეს არის ის, სადაც არ შეძლება ჩაერიო.
დღეს, სულ ეს იყო. შემდეგ თემა იქნება: სიტყვები – ბორკილები, სიტყვები – ფრთები. მე ამ თემებით მინდა გაჩვენოთ კარი, ხოლო თქვენ გახსნით ამ კარებს და შეხვალთ შიგნით თუ არა, უკვე თქვენი ნებაა.
გისურვებთ წარმატებებს და ურყევ ჯანმრთელობას.
წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია