საკუთარი საქმის კეთება ბევრ ადამიანს ძალიან რთულად წარმოუდგენია, უფრო სწორად საქმისგან ფულის კეთება, სინამდვილეში კი არც ისე ბევრი რამაა ამისთვის საჭირო, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ თქვენ რაღაც ჰობი და უნარები გაგაჩნიათ.
გეხერხებათ კერვა, ქსოვა, ხეზე მუშაობა, ხატვა, გიტარაზე დაკვრა ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც შესაძლოა ვინმესთვის სასარგებლო იყოს? მაშინ რატომ უნდა იმუშაოთ სხვებისთვის და არა საკუთარი თავისთვის? გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა, რომ ჰობისგან ფულის გაკეთება შეძლოთ.
1.დასახეთ გეგმა – იმისათვის, რომ საყვარელი საქმის მონეტიზაცია მოახერხოთ პირველ რიგში საჭიროა დასახოთ გეგმა. არ დატოვოთ სამსახური და აღებული ხელფასი გადადეთ დანაზოგისთვის. როდესაც მიხვდებით, რომ გაქვთ საკმარისი მინიმუმ 6 თვის ხარჯებისთვის, ამის შემდეგ აქტიურად შეუდექით თქვენი საქმის აქტიურად კეთებას და გაყიდვას.
2.განახორციელეთ პირველი გაყიდვა – შეუძლებელია ბიზნესი მილიონიანი გაყიდვებით დაიწყოთ. განახორციელეთ პირველი გაყიდვა მინიმალურ ფასად და მას შემდეგ, რაც თქვენი პროდუქტი სახელს მოიხვეჭს ნელ-ნელა გაზარდეთ ფასები.
3.მოახდინეთ დროის მაქსიმიზაცია – პატივი ეცით საკუთარ საქმეს და გაითავისეთ, რომ ეს თქვენთვის მნიშნელოვანია. დაუთმეთ რაც შეიძლება დიდი დრო იმის კეთებას, რამაც საბოლოოდ შემოსავალი უნდა მოგიტანოთ.
4.შექმენით ინტერნეტ სიცრცე – თანამედროვე ბიზნესი ინტერნეტ სივრცის გარეშე წარმოუდგენელია. პროდუქტის პოპულარიზებისთვის ინტერნეტ რესურსების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორია.
5.შექმენით ქსელი – შესაძლოა ინტერნეტის საშუალებით ბევრი ადამიანი წაგაწყდეთ, მაგრამ ყველას მოზიდვას ვერ შეძლებთ, თუ საკუთარი თავის გარეკლამებაზე არ იზრუნებთ. შედით ურთიერთობაში საკუთარ მომხარებელთან.
6.მოეპყარით მას როგორც სამსახურს – თუ თქვენ საკუთარ ჰობის მოეპყრობით როგორც სამსახურს ის აუცილებლად მოგიტანთ მოგებას.