fbpx

ვიენის რიგით 45-ე ჯაზ-ფესტივალი იწყება

ავტორი ჟოლო
4 ნახვა

2004 წლიდან ყოველ ზაფხულს, ვიენის ჯაზ-ფესტივალი (Jazz à Vienne) იხსნება წარმოდგენებით დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისათვის. რეგიონის 8000 დაწყებითი სკოლის მოსწავლე ავსებს ანტიკური თეატრის ტრიბუნას, რათა დაესწრონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი შოუს პირველ წარმოდგეას.

2004 წლიდან დღემდე ბავშვების წინაშე გამოვიდნენ : Manu Dibango, Ibrahim Maalouf, Raphaël Imbert, The Amazing Keystone Big Band, João Selva …


წლევანდელი ფესტივალი გახსნა ვინსენტ პეირანიმ, პროექტით „რონია“. ის ასევე მონაწილეობს ფსტივალის ძირითად პროგრამაშიც.

ვინსენტ პეირანის კარგად იცნობს ქართველი მსმენელი. ის საქართველოს უკვე ორჯერ სტუმროდბა ფესტივალ „თბილისი რიტმის“ ფარგლებში. სულ რაღაც ერთი თვის წინ პეირანი თბისლსი კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელთა წინაშე წარსდგა პროექტით „Living Being IV : Time Reflections“. ზუსტად ამ პროექტით წარსდგება ვიენის ჯაზ-ფესტივალზე ის 2 ივლისს ანტიკური თეატრის სცენაზე.

ვინსენტ პეირანის „რონია” (Ronja) საკმაოდ განსაკუთრებული პროექტია, რადგან ეს არ არის უბრალოდ საბავშვო სპეკტაკლი. იგი უფრო მუსიკალურ-თეატრალური ფრესკაა, სადაც ჯაზი, თხრობა, თეატრი და ცოცხალი მუსიკა ერთიანდება. მას საფუძვლად უდევს ასტრიდ ლინდგრენის ცნობილი რომანი “ყაჩაღის ასული რონია”.


რომანის სიუჟეტი მოგვითხრობს რონიაზე — ყაჩაღთა ბელადის ქალიშვილზე, რომელიც ტყის ჯადოსნურ და ზოგჯერ საშიშ სამყაროში იზრდება. იგი მეგობრობს ბირკთან, მტრის კლანის შვილთან, და სწორედ ეს მეგობრობა აყენებს არჩევანის წინაშე: ოჯახური ერთგულება თუ პირადი თავისუფლება.

რაც განსაკუთრებით საინტერესოა, პეირანი არ ცდილობს კლასიკური საბავშვო მიუზიკლის შექმნას. მისი მუსიკალური ენა ისეთივეა, როგორსაც ვიცნობთ ალბომებიდან Living Being ან Ambrazo – ჯაზი, იმპროვიზაცია, ფოლკური ელემენტები და კინემატოგრაფიული ატმოსფერო. შედეგად, სპექტაკლი ერთდროულად ბავშვებსაც ესაუბრება და უფროსებსაც.

„რონია“ ყველაზე ახლოს დგას მის პროექტებთან, სადაც თხრობა და მუსიკა ერთმანეთში იხლართება. ეს ნაკლებად საბავშვო შოუა, უფრო ოჯახური, პოეტური მუსიკალური თავგადასავალია, რომელიც სკანდინავიური ზღაპრის სამყაროს ჯაზის ენაზე გადმოსცემს.

პეირანის ვერსიაში მთავარი აქცენტი კეთდება არა მხოლოდ სიუჟეტზე, არამედ ემოციურ და მუსიკალურ მოგზაურობაზე.

პროექტში მონაწილეობდნენ მუსიკოსები:

Vincent Peirani (აკორდეონო), Sanseverino (ვოკალი), Julie Sicard (ვოკალი), Frédéric Gastard (ბას საქსაფონი), Sylvain Bardiot (საყვირი), Matthias Mahler (საყვირი), Federico Casagrande (გიტარა), Ziv Ravitz (დრამი).

რაც შეეხება ფესტივალის ოფიციალური გახსნის საღამოს, რომელიც შედგება 25 ივნისს, მსმენელთა წინაშე პირველ განყოფილებაში წარდგება Erik Truffaz პროექტით „ Side by Side“, საღამოს კი გააგრძელებს Stefano Di Battista პროექტით „La Dolce Vita“.

ავტორი: Gia Gogatishvili

მსგავსი სტატიები

Leave a Comment