fbpx

ბავშვებს თქვენთვის არაფერი არ დაუშავებიათ

ავტორი ჟოლო
2925 ნახვა
0 კომენტარი
3

თითოეული მშობელი ვინც ბავშვის აღზრდის დროს იყენებს ყვირილს, მუქარას, შანტაჟს, ფიზიკურ დასჯას ხელის შეხებით, დარტყმით და ყველაზე უარესი ბავშვის პიროვნული მოთხოვნილებების უგულებელყოფას, ავითარებს ბავშვში საკუთარი თავის და გარესამყაროს მიმართ დესტრუქციულ, მავნე და სოციალურად არაჯანსაღ დამოკიდებულებებს.

ასეთი მშობლები პირადად არიან ჯანსაღი საზოგადოებისთვის საშიშნი და პირადი შინაგანი პრობლემების გამო ბავშვებში ქმნიან სამომავლო ზიანს.

უპირველეს ყოვლისა დაიწყეთ ბოდიშის მოხდა და მუხლებზე დაუჩოქეთ თქვენ შვილებს ამ უდიდესი ზიანის გამო, იმიტომ რომ ბავშვებს თქვენთვის არაფერი არ დაუშავებიათ.

ბავშვებმა რვა წლამდე არ იციან ე.წ. მორალურის გააზრება და ნუ ცდილობთ ამ ასაკამდე მოთხოვოთ მათ აიტანონ თქვენი პირადი შეუმდგარი ცხოვრებით მიღებული გამოცდილება და წესები რომლებიც გაჟღენთილია არაჯანსაღი რწმენა შეხედულებებით.

ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობით, შეურაცხყოფით, დაშინებით, შანტაჟით, მანიპულირებით, წყენით თუ სხვა შხამ – საწამლავით, თქვენ ქმნით თქვენ შვილებში სხვადასხვა სახის ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს.

რისთვის გინდათ ეს პატარა სიცოცხლე თუ მათი სიცოცხლის გამწარებას ცდილობთ.

ჩემთან მოდიან ადამიანები რომლებმაც ეს გამოიარეს, რომლებმაც დაკარგეს მშობლების უგუნური დამოკიდებულებების და ქმედების გამო ყველაზე მნიშვნელოვანი, უსაფრთხოების და სიყვარულის უნარი, ადამიანები რომლებმაც გამოიარეს ასეთი ფსიქოლოგიური ტრავმა და დღეს იგივე სცენარით ურთიერთობენ სამყაროსთან და ადამიანებთან, თუმცა მოდიან იმიტომ რომ ხედავენ, ესმით და გრძნობენ რომ სამყარო და სხვა ადამიანები მათ არ ღებულობენ ასეთი სცენარების გამო.

დაუჩოქეთ შვილებს და თხოვეთ პატიება თითოეული ხმამაღლა ნათქვამი სიტყვების გამო, დაუჩოქეთ და მოუხადეთ ბოდიში თითოეული შეურაცხყოფის და შხამის გამო, მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვები ამას არ იმსახურებენ, ბავშვები არ არიან დამნაშავე თქვენი პირადი შეუმდგარი ცხოვრების გამო.

ბავშვის სიყვარული ნიშნავს პირველ რიგში ზრდასრულმა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და საკუთარ თავს მოთხოვოს ის რასაც პატარა დაუცველი ადამიანებისგან ითხოვს. თუ ამას არ გააკეთებთ არ გაგიკვირდეთ მათი სამომავლო პროტესტი და რევოლუცია რომელიც არ აგცდებათ მშობლებს, იქნება ეს რევოლუცია სახლიდან გაქცევა თუ სხვა სიტყვიერი თუ ემოციური დამოკიდებულება თქვენ მიმართ.

დაიწყეთ ბოდიშის მოხდა. გეყოთ გამბედაობა და დატოვეთ თქვენი პირადი ამპარტავანი ხასიათი თქვენი შვილების გამო თუ ისინი თქვენთვის რამეს ნიშნავენ.

ავტორი: Zurab Karchava Insight

0 კომენტარი
3

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი