❤️🙏🌸 მაშინაც კი, როცა გგონიათ, რომ მარტო ზიხართ, თქვენი წინაპრები თქვენთან ერთად სხედან. თქვენი მშობლები, ბებია და ბაბუა, იცნობდით მათ თუ არა, თვენში არიან.
დაინახეთ ისინი და მოიწვიეთ, რომ მათაც თქვენთან ერთად ისუნთქონ: ”ძვირფასო მამა, ეს არის ჩემი ფილტვები და ისინი ასევე შენი ფილტვებია. მე ვიცი, რომ შენ ხარ ჩემი სხეულის ყველა უჯრედში.” ამოსუნთქვისას შეგიძლიათ თქვათ: “დედა, მე გეპატიჟები ჩემთან ერთად ამოისუნთქო”.
თქვენი სხეულის ყველა უჯრედში თქვენი წინაპრები იქ არიან. თქვენ შეგიძლიათ მოიწვიოთ ყველა თქვენი წინაპარი, რომ მათ თქვენთან ერთად ისუნთქონ და ისიამოვნონ.
თქვენ არ ხართ იზოლირებული არსება. თქვენ წინაპრებისგან ხართ შექმნილი. როდესაც მშვიდად ამოისუნთქავთ, ყველა თქვენი წინაპარი მშვიდად ამოისუნთქავს.
როდესაც ისინი ცოცხლები იყვნენ, მათ შეიძლება არ ჰქონოდათ შანსი გონიერი ჯდომისა და მშვიდად სუნთქვის. მაგრამ ახლა, თქვენში, მათ აქვთ ეს შანსი.
ცალკე მე არ არსებობს. ჩვენ ყველანი მიმდინარეობა ვართ. ჩვენ ვართ ნაკადი. ჩვენ ვართ გაგრძელება…
თიკ ნათ ჰანი, წიგნიდან – “როგორ დავჯდეთ”.
ვიეტნამელი ძენ ბუდიზმის ბერი და ასევე 100 ზე მეტი წიგნის ავტორი
წყარო: Moksha Peikari
აუცილებლად გაეცანით საინტერესო ჯგუფს, ძალიან საინტერესო მასალებით 👇
ჰელინგერის განლაგების ჯგუფი / Group of Hellinger Constellations
