fbpx

“ამ ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ დამანახეს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს”

ავტორი ჟოლო
153 ნახვა

28 აპრილს “მომავალ ლიდერთა ჰაბის” ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე- „ინტეგრაცია საკუთარ თავთან და ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრობა“.

ტრენინგს უძღვებოდა- ფსიქო-კონსულტანტი, არტ-თერაპევტი, RPT თერაპევტი და ქოუჩი- თამარა ქურდაძე.

ტრენინგის განმავლობაში განხილული იყო ისეთი თემები, როგორიც არის: ინტეგრაცია – ცალკეული ( განსხვავებული) ელემენტების გაერთიანება და ერთ მთლიან გუნდად გადაქცევა მათი ჰარმონიული ურთიერთქმედებისათვის.

ორგანიზაცია, როგორც ერთი ორგანიზმი, სადაც თითოეული ადამიანი ფაზლია, ფაზლი რომელიც სწორად უნდა ჩაჯდეს მთლიან სურათში.

-თამარ, რამდენად საჭირო და აუცილებელია ამ სახის ტრენინგები ახალგაზრდებისთვის, რას აძლევს ეს მათ და რამდენად ხშირად უნდა ტარდებოდეს?

-პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ვიტყოდი აუცილებელიც კია ამ ტიპის ტრენინგების ჩატარება ახალგაზრდებთან, ეს ის ასაკია, როდესაც ცხოვრებაში ინფორმაციის ათვისება- დანერგვა, საკუთარი თავის შემეცნება და რესურსების აღმოჩენა-რეალიზება სრულფასოვნად ხდება.

ანალოგიური ტიპის ტრენინგები, ყოველთვიურად უნდა ტარდებოდეს ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რაც მკვეთრად გაზრდის მათი, როგორც ინდივიდების, ასევე როგორც გუნდის პროდუქტიულობას.

ვფიქრობ, ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს საკუთარი თავის შეცნობის გზაზე და კარგად დაინახეს საკუთარი თავის პოზიციონირების სტრატეგიები.

-რა წამოიღე პირადად შენ ამ დღიდან და რას უსურვებდი ახალგაზრდებს?

-არასდროს მყოლია აუდიტორია, რომელიც რამეს არ მასწავლის. ამ ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ დამანახეს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს და რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყო აქტიური და ვითარდებოდე რამდენიმე მიმართულებით. საოცრად განათლებული, გულწრფელი და ფერადი თაობა მოდის.

ვუსურვებ ბევრს სიყვარულსა და ფერად გააზრებულ ცხოვრებას, იმას რომ მუდმივად ვითარდებოდნენ და თვითონვე ტკბებოდნენ ამ განვითარებით.

თამარა ქურდაძესთან დასაკავშირებლად და გვერდის გამოსაწერად გადადით ლინკზე: 

თამარა ქურდაძე • Tamara Kurdadze

მსგავსი სტატიები

Leave a Comment