რა არის დღეს ჩემი მთავარი წინაღობა, რა რესურსები მჭირდება მის დასაძლევად და რა უნდა მოვიმოქმედო იმისთვის რომ გამარჯვება მოვიპოვო?

ამ კითხვებზე პასუხების მიღება, ძალიან მარტივი გზით, მეტაფორული ბარათების დახმარებით შეგვიძლია.
თამუნა ქურდაძე:
მეტაფორული ბარათები – ეს არის ყველაზე უსაფრთხო ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ყოველგვარი ზედმეტი ქექვისა და ძრომიალის გარეშე ქვეცნობიერიდან ის პასუხები მივიღოთ, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება. ეს გამოსახულებებისა და კითხვა-პასუხის დახმარებით ხდება.
რაც შიშების დაძლევაში გვეხმარება. ვიწყებთ წინაღობით და ნელ-ნელა გავდივართ რესურსებზე.
შეიძლება ამ წინაღობიდან და შიშიდან ისეთი გამოსავალი იპოვო, რაზეც არც კი გიფიქრია, ან ისეთი სიტუაციები დაალაგო გამოუვალი მდგომარეობა რომ გეგონა.
აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ დუნდები და ყველაზე გულწრფელი ხარ საკუთარ თავთან.
სულ მგონია რომ ეს არის იმ ზღაპრულ კარიბჭეში შესასვლელი, საიდანაც ყველაზე საინტერესო მოგზაურობა იწყება.
მოგზაურობა, რომელიც გზადაგზა იმ პასუხებს გახვედრებს, რომლის მიგნებაც ცნობიერად გვიჭირს. აქ კი ეს ძალიან მარტივად ხდება.
ეს არის ჯადოსნური თავგადასავალი, საკუთარი თავის გაცნობისა და შეცნობის საოცარი პროცესი.
მეტაფორული ბარათების მაგიური სამყარო
ღირებულება 45 ლ
დარეგისტრირდი: https://shorturl.at/rtxMT
