მეტაფორული ასოციაციური ბარათები არის ბარათების ნაკრები სხვადასხვა გამოსახულებით (ადამიანები, ცხოველები, ბუნება, სიტუაციები, უბრალოდ აბსტრაქტული ნახატები).
იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ მიჩვეული ვართ ნებისმიერი კარტის ასოცირებას მკითხაობასთან, MAC ბარათებს საერთო არაფერი აქვთ ეზოთერიზმთან. მათ იყენებენ ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, მასწავლებლები ან ტრენერები, როგორც თერაპიის ერთ-ერთი მეთოდი, ხდება კონკრეტული საკითხის დამუშავება, იქნება ეს ჯანმრთელობა, ფინანსები, ურთიერთობა თუ სხვა.
სესიის დროს ბარათების მეშვეობით + კითხვების გამოყენებით, ადამიანი(კლიენტი) აღწერს ბარათს და უკეთებს ასოცირებას თავის საკითხთან, საიდან მოდის ეს პრობლემა, ახლა რა ეტაპზეა და ეძებს რესურსს, გამოსავალს, როგორ მოაგვაროს. ეს ყველაფერი კი ბარათების აღწერის პროცესში ხდება.
თუ ქოუჩ სესია დიდ წილად ლოგიკურ მსჯელობას უკავშირდება, მეტაფორული ბარათებით ადამიანი თავის ქვეცნობიერს მიმართავს.
გთავაზობთ სხვადასხვა თქვენთვის მორგებულ პაკეტს, რომელიც მოიცავს როგორც ქოუჩ სესიას ასევე სესიას მეტაფორული ბარათებით.
მეტაფორული ბარათების გამოყენების მიმართულებები:
თვითგამორკვევის პრობლემები;
გადაწყვეტილებების მიღება;
რესურსების მოძიება;
შვილი და მშობლის ურთიერთობები;
მეუღლეთა(პარტნიორთა) ურთიერთობები;
სამსახურეობრივი საკითხები;
ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის
განმარტება და გადაწყვეტა;
პიროვნული ზრდა;
რესურსების სწორი გამოყენება;
შემოქმედებითი უნარების განვითარება;
და ბევრი სხვა საკითხი…
მომწერეთ და გავიგოთ 15-30 წუთიან გაცნობით ონლაინ შეხვედრაზე (უფასო) ვარ თუ არა მე ის, ვისაც შეუძლია თქვენი დახმარება, მე კი გავიგო, რამდენად არის ჩემს კომპეტენციაში თქვენი საკითხი.
ანა კვატაშიძე (ქოუჩი)
ანა კვატაშიძესთან დასაკავშირებლად გადადით ლინკზე: Anna Kvatashidze Coaching