თუ საკუთარ თავში ჩაღრმავება და დაფარულის შეცნობა გსურს ნისარგანის საოცარ არტში აუცილებლად უნდა იმოგზაურო. უდიდესი მისტიკოსის ოშოს მოსწავლე საქართველოს ივნისში მესამედ ესტუმრება და 23, 24, 25 ივნისს სამდღიან შეხვედრას გამართავს.

ამ სამი დღის განმავლობაში შეიქმნება სივრცე, სადაც თითოეულ მონაწილეს საშუალება მიეცემა იმ შემოქმედებითობას ეზიაროს, რომელიც ყოველ ჩვენგანში ბუნებრივად არის, მაგრამ შეიძლება ამის შესახებ არც არაფერი ვიცოდეთ.
ამისთვის ნისარგანი იყენებს არტ-თერაპიას. სხვადასხვა სახატავი საშუალებებით, მუსიკით, სიმღერით, მედიტაციით…
“ნისარგანის არტ-თერაპიას 90-იან წლებში სამხატვრო აკადემიაში დავესწარი. მახსოვს მაშინ ბევრის გაკვირვება, საოცარი ნახატები დახატეს ადამიანებმა, რომლებსაც ფუნჯი საერთოდ არ აუღიათ ხელში. არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა. დიდი ბედნიერება გველოდება თითოეულ მონაწილეს” – ამბობს მხატვარი ირმა ლეჟავა.
ნისარგანი: ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც ამ სივრცეში ხდება, არის ღრმა მოდუნება, შინაგანი სიმშვიდე და შედეგად იმ საინტერესო ინფორმაციასთან შეხება, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია. აქ ყველა ერთად ვქმნით ენერგეტიკულ ველს და ყოველი ჩვენგანი ამ ველიდან იღებს იმას, რაც თავად სჭირდება. მთავარია ამ სივრცეში მოხვდე, დანარჩენი თავისით ხდება.
– თქვენი ტრენინგები გამოირჩევა იმით, რომ თქვენ ადამიანებს აძლევთ დიდ თავისუფლებას.
– ალბათ იმიტომ რომ მეც ძალიან მიყვარს თავისუფლება. თავისუფალი სივრცე, ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილია ტრენინგის. აქ ადამიანი თავად იგრძნობს თუ რა სჭირდება. შეიგრძნოს შინაგან იმპულსებს, მოუსმენს “ხმას შიგნით”… რომ გაიგოს საკუთარ თავზე ის, რაც დაფარულია, ის რაც არ იცის.
ეს შინაგანი ხმა იქნება მისი გიდი, რომ დამოკიდებული არ იყოს სხვაზე და სხვის მითითებებზე. ჩემი ამოცანაა შევქმნა ისეთი სივრცე სადაც ადამიანი საკუთარ თავს დაუბრუნდება.



– ეს თქვენი სტილია თუ ოშოს?
– პირველი ტრენინგები ოშოს მხარდაჭერით ჩავატარე, მან დიდი ნდობა გამომიცხადა. ვფიქრობ ამ პროცესში, ოშოს წილიც არის. რასაც ის ყოველთვის აკეთებდა იყო ის რომ ქმნიდა თავისუფალ სივრცეს, რომ ჩვენ გავყოლოდით არა მას, არამედ შინაგან ხმას.
– შეგიძლიათ მითხრათ რა იქნება ამ სამდღიანი ტრენინგის შემდეგ?
– შემოქმედებითი ენერგია ბევრი სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს. როდესაც შენ შენს შემოქმედებითობას უკავშირდები, ის გაძლევს დიდ სიხარულს, სიმსუბუქეს, სიმშვიდეს, სიცხადე შემოდის შენში და ცხოვრებას სულ სხვა გემო ეძლევა.
📅 23,24,25 ივნისი, 10:00-18:00
📍 ღირებულება 240 ევრო
რეგისტრაცია
📱კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 597997887







ავტორი: დეა თავბერიძე
